გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებს ახალგაზრდული მოხალისეობის მასშტაბურ პროგრამას მოზარდებისთვის, COVID-19- ის პანდემიის ფონზე

13 ივლისი 2020
Youth Engagement
UNICEF/GEO-2019/Nadiradze

თბილისი, საქართველო, 13 ივლისი, 2020. 150-ზე მეტი მოზარდი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას ახლად დაწყებულ პროექტში, რომლის ფარგლებშიც ისინი მიიღებენ პროფესიულ გამოცდილებას და ცოდნას, განივითარებენ ფუნდამენტურ უნარები, შეიძენენ ახალ მეგობრებს და, რაც მთავარია, დაგეგმავენ და განახორციელებენ ეფექტიან  მოხალისეობრივ საქმიანობას თავიანთ თემებში. მოხალისეობის პროექტს მხარს უჭერს გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, ახალგაზრდობის სახელმწიფო სააგენტოსთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „Helping Hand“-თან პარტნიორობით.

პროექტი „ახალგაზრდული მოხალისეობა  COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ საქართველოში“ გააერთიანებს მოზარდ მოხალისეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და შესთავაზებს მათ ონლაინ ტრენინგებსა, რის შემდეგაც ახალგაზრდები თავიანთ თემში დაიწყებენ კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირებას  და გადაჭრის გზებზე მუშაობას.

”მოხალისეობა ძლიერი ინსტრუმენტია ახალგაზრდების სამოქალაქო  ჩართულობისთვის და მათ თემებში პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად”, - ამბობს დოქტორი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ახალი ინიციატივის შედეგად, ახალგაზრდები შეიძენენ ახალ უნარებსა და ცოდნას და გახდებიან ლიდერები და ცვლილებების აგენტები თავიანთ თემებში. გაეროს ბავშვთა ფონდი,  ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მოხალისეობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას და წვლილს შეიტანს საქართველოში ახალგაზრდული მოხალისეობის კულტურის ჩამოყალიბებაში ”, დასძინა ხალილმა.

 

”მოხალისეობა ძლიერი ინსტრუმენტია ახალგაზრდების სამოქალაქო  ჩართულობისთვის და მათ თემებში პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად”. - ღასან ხალილი

 

პროექტის ნაწილია ახალი ვებ-პლატფორმის, youthvolunteering.ge შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, გაეცნონ მოხალისეობრივ საქმიანობას. პროექტის დასკვნით ეტაპზე ყველაზე წარმატებული მოხალისეები მიიღებენ „მოხალისის ეროვნულ ჯილდოს“ ორ ასაკობრივ კატეგორიაში (მოზარდები და ახალგაზრდები), თემატური სფეროების შესაბამისად. პროექტი გაგრძელდება 2020 წლის ბოლომდე.

საქართველოში მოხალისეობის კულტურა არ არის კარგად განვითარებული და ინსტიტუციურად დამკვიდრებული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც ახალგაზრდებმა წარმოაჩინეს მოხალისეობრივი აქტიურობა კრიზისებში - მაგალითად, თბილისის წყალდიდობის დროს რამდენიმე წლის წინ - მათ ჯერაც არ აქვთ  თავიანთი პოტენციუალის სრულად გამოყენების და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობა.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.