გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს ბავშვის უფლებათა ცენტრების მხარდაჭერას

ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი ბავშვის უფლებათა ცენტრები ხელს შეუწყობენ ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების

11 ოქტომბერი 2022
გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს ბავშვის უფლებათა ცენტრების მხარდაჭერას
UNICEF/Geo-2022/tsetskhladze

მახინჯაური, საქართველო, 10 ოქტომბერი, 2022 წელი. გაეროს ბავშვთა ფონდმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედ ბავშვის უფლებათა ცენტრთან ერთად, დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლას ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა. აღნიშნულ აღჭურვილობას მახინჯაურის საჯარო სკოლა კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო და სასწავლო ცენტრის შესაქმნელად, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით გამოიყენებს.

ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდი ახორციელებს პროექტს „უნივერსიტეტების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“, რომელშიც საქართველოს რვა სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული. რეგიონში კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო და სასწავლო ცენტრის შექმნა, რომელიც უმასპინძლებს სხვადასხვა ტრენინგებს, ვორქშოფებსა და სამუშაო შეხვედრებს მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის, პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ასეთ ცენტრად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა შეარჩია.

„ბავშვის უფლებათა ცენტრების ჩართულობა ლოკალურ დონეზე ინკლუზიური განათლების გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა. „მოხარულები ვართ, რომ ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი ცენტრები აქტიურად არიან ჩართულნი როგორც ბავშვის უფლებების პოპულარიზაციის, ასევე ინკლუზიური განათლების გაძლიერების საქმეში“, - დაამატა ხალილმა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში 10 ოქტომბერს ასევე გაიმართა ტრენინგი ბავშვის უფლებების შესახებ, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი დაესწრო.

ბავშვის უფლებათა ცენტრი ბავშვთა უფლებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდისპროფესიონალებს, პედაგოგებს, აკადემიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს,მშობლებსა და ბავშვებს. ცენტრი ეხმარება განათლების მომავალ სპეციალისტებს დადაინტერესებულ საზოგადოებას ბავშვის უფლებების უკეთ გააზრებაში, მართავს სხვადასხვა ტიპისღონისძიებებს - ტრენინგებს, საჯარო ლექციებს და დისკუსიებს და შეიმუშავებს სპეციალურსაგანმანათლებლო მასალებს ბავშვთა უფლებების შესახებ.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

About UNICEF

UNICEF promotes the rights and wellbeing of every child, in everything we do. Together with our partners, we work in 190 countries and territories to translate that commitment into practical action, focusing special effort on reaching the most vulnerable and excluded children, to the benefit of all children, everywhere.

For more information about UNICEF and its work for children, visit www.unicef.org/georgia/

Follow UNICEF on Twitter and Facebook