გაეროს ბავშვთა ფონდი აწარმოებს კამპანიას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან დაკავშირებული სტიგმისა და მავნე სოციალური ნორმების დასაძლევად

კამპანია „დაინახე ყველა ფერი“ მიზნად ისახავს ინოვაციური და ინტერაქტიული მიდგომების მეშვეობით აამაღლოს ცნობიერების დონე სკოლებში ინკლუზიური და მხარდამჭერი გარემოს მნიშვნელობის შესახებ

01 მარტი 2022
Lile with her Mother
UNICEF/Geo-2018/Jibuti

თბილისი, საქართველო. 2022 წლის 1 მარტი – საქართველოს ექვსი რეგიონის 20 სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები გადიან არსებული დამოკიდებულებებისა და ქცევების შესაცვლელად მიმართულ ინტერაქტიულ ტრენინგს, რომლებიც მიზნად ისახავს მხარდამჭერი და ინკლუზიური სოციალური გარემოს ჩამოყალიბებას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფას. კამპანიაში ჩაერთვებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები, განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები და საჯარო პირები.

სოციალური ცვლილებისკენ მიმართული კამპანიის „დაინახე ყველა ფერი“ კომუნიკაციას ორგანიზებას უწევს გაეროს ბავშვთა ფონდი ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით სამწლიანი პროექტის „არცერთი ბავშვი უყურადღებოდ“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ინკლუზიური განათლების გაძლიერებას. კამპანიის „დაინახე ყველა ფერი“ მთავარი მიზანია ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო პროცესში სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების ჩართულობის გაზრდა.

სკოლებში გამართულ ტრენინგსა და დისკუსიებში მონაწილეობის შემდეგ მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, გააზიარონ ინოვაციური იდეები თავიანთ სკოლებში ინკლუზიური განათლების ხელშესაწყობად და გაწიონ აღნიშნული იდეების ადვოკატირება ადგილობრივ მთავრობასთან და ბიზნესებთან, რათა მეტი მხარდამჭერი მოიზიდონ. 

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მედია-პლატფორმაზე იწარმოება და გაზიარდება მულტიმედიური კონტენტი. მშობლებისა და მასწავლებლების სოციალური მედიის ჯგუფებსა და ვებ-გვერდებზე გავრცელდება სხვადასხვა ადამიანების ისტორიები, პოსტერები და ინფოგრაფები საკლასო ოთახებში ხშირად დაშვებული შეცდომებისა და ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. Facebook-ში მოხდება ინტერაქტიული ჩართვები ბავშვთა ფსიქოლოგების, სოციალური თერაპევტების, მშობლებისა და აქტივისტების მონაწილებით, სადაც გაიმართება დისკუსიები ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის შესახებ.

აღნიშნული კამპანია არის გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი პარტნიორი დონირი ორგანიზაციების მიერ 2017-2020 წლებში სოციალური ცვლილებისათვის განხორციელებული საკომუნიკაციო ძალისხმევის „დაინახე ყველა ფერი“ გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს შშმ ბავშვებსა და ახალგაზრდებთან დაკავშირებით არსებული სტიგმის შემცირებას. ინიციატივამ მილიონზე მეტი ადამიანი მოიცვა და ხელი შეუწყო შშმ პირთებთან მიმართებაში არსებული სტიგმის 41.5-დან 28.3 პროცენტამდე შემცირებას.

შშმ ბავშვები საქართველოში ერთერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. ფართოდ გავრცელებული მცდარი აღქმებისა და ცრურწმენების გამო ისინი სრულად ვერ ერთვებიან სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებში და ვერ ახდნენენ თავიანთი უფლებების რეალიზებას.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.