გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით აჭარაში კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების პროცესში ახალგაზრდა სკაუტები ჩაერთვებიან

17 სექტემბერი 2020
Scouts of Adjara
UNICEF/GEO-2020/Tsetskhladze

ბათუმი, საქართველო. 17 სექტემბერი, 2020. 80 ახალგაზრდა სკაუტი აჭარის რეგიონიდან გაიღრმავებს უნარ-ჩვევებს კორონავირუსის პანდემიის პრევენციის, უსაფრთხო სკაუტინგის, ტოლერანტობის, სამოქალაქო ჩართულობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და ონლაინ აზარტული თამაშების პრევენციის საკითხებში.

ინიციატივა მიზნად ისახავს რეგიონის 10 მაღალმთიან სოფელში მცხოვრები 9-17 წლამდე ასაკის სკაუტების მხარდაჭერას, მოზარდებისათვის კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების ინიციატივების ფორმირებაში; შესაბამისად, გაიზრდება და გაუმჯობესდება ახალგაზრდების მონაწილეობა და ჩართულობა, ასევე მათი ურთიერთობა თანატოლებთან. პროექტი მხარდაჭერილია საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ და მას ახორციელებს საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაცია.

 

„როდესაც ვაძლიერებთ ახალგაზრდებს, მათ შეუძლიათ ცვლილებების მოხდენა, ქმედითი წვლილი შეაქვთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში, სრული პასუხისმგებლობითა და შემართებით ერთვებიან პროცესებში, და გვევლინებიან შესანიშნავ ლიდერებად.“ - ღასან ხალილ

 

„როდესაც ვაძლიერებთ ახალგაზრდებს, მათ შეუძლიათ ცვლილებების მოხდენა, ქმედითი წვლილი შეაქვთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში, სრული პასუხისმგებლობითა და შემართებით ერთვებიან პროცესებში, და გვევლინებიან შესანიშნავ ლიდერებად,“ აღნიშნა ღასან ხალილმა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა. „გაეროს ბავშვთა ფონდი იმედოვნებს, რომ პროექტის ფარგლებში სემინარებისა და სხვადასხვა ღონისძიების შედეგად, ახალგაზრდა სკაუტები შეძლებენ თავიანთი თანატოლების, თემის სხვა წარმომადგენლების, ფართო საზოგადოების დახმარებას ჯანდაცვის უწყებების მიერ დადგენილი კორონავირუსის პრევენციული ზომების დაცვაში, ასევე პანდემიის შედეგად წარმოქმნილ სირთულეებთან გამკლავებაში“, დასძინა ხალილმა.

კორონავირუსის აფეთქება უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ყველა სეგმენტზე, განსაკუთრებით - ახალგაზრდების ცხოვრებაზე. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები იმყოფებიან ინფიცირების და გავრცელების დიდი რისკის წინაშე, რაც განპირობებულია ჰიგიენის საშუალებების და პირადი დამცავი საშუალებების ნაკლებობით, ასევე ვირუსისაგან თავის დაცვის შესახებ ცოდნის ნაკლებობით.

კრიზისების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისების დროს ფასეულია ახალგაზრდების, მათი რესურსისა და ქსელის როლი. დაავადებისა და მისი გავრცელების შესახებ ახალგაზრდების სათანადოდ მომზადებისა და გაძლიერების  შედეგად, ისინი სხვებთან ერთად ჩაერთვებიან ინფექციასთან ბრძოლის პროცესში.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.