გაეროს ბავშვთა ფონდის და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობით შეიქმნა ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
თბილისი, 28 ივნისი. 2022 წ. გაეროს ბავშვთა ფონდის და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობით შეიქმნა ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის - ინოვაციური პლატფორმა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვის უფლებების პატივისცემა და ხელი შეუწყოს ბავშვის უფლებების განხორციელებას სამუშაო სივრცის, შრომის ბაზრის და საზოგადოების კონტექსტში.
ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის არის საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შექმნილი ადამიანთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ბიზნესის სხვადასხვა სექტორის, ბიზნეს-ჯგუფებისა და პლატფორმების წარმომადგენელებს, საჯარო სექტორს, სამეცნიერო საზოგადოებას და მედიას.
“ბიზნესის შესაძლებლობების გამოყენება და მასთან თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდის ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიაა, ბავშვების საკეთილდღეოდ პროგრამული მიზნების მისაღწევად“, - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი.
„ბიზნესებთან პარტნიორობა გულისხმობს ბავშვის უფლებების გათვალისწინებას ბიზნესის ეკოსისტემაში და კომპანიების მხარდაჭერას, დაიცვან ბავშვის უფლებები თავიანთ პოლიტიკასა და პრაქტიკაში, მოახდინონ ადვოკატირება და აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება ბავშვებთან დაკავშირებული საკითხებზე. მივესალმებით საბჭოს შექმნას, რომლის მიზანია ბავშვის უფლებების წინ წამოწევა და ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის ამაღლება საქართველოში მთავრობასა და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით.“
ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის:
- წარმოადგენს ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის პლატფორმას, რომლის ფოკუსია ბიზნესის დღის წესრიგში ბავშვთა უფლებების წილის გაზრდა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა;
- შეაგროვებს სხვადასხვა სფეროში (ბიზნესი, აკადემია, სახელმწიფო, ბავშვები) ცოდნასა და გამოცდილებას, რათა ხელი შეუწყოს ბავშვებზე ბიზნესის გავლენის უკეთ გაგებას, რაც კომპანიებს სტიმულს მისცემს, თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყონ ბავშვის უფლებათა დაცვას.
ბიზნესი პირდაპირ და ირიბ გავლენას ახდენს ბავშვების ცხოვრებაზე, რომლებიც მასთან შეხებაში არიან როგორც მომხმარებლები, დასაქმებულთა ოჯახის წევრები, ახალგაზრდა თანამშრომლები, მომავალი თანამშრომლები და ლიდერები. ბავშვები ასევე წარმოადგენენ იმ საზოგადოებისა და გარემოს ნაწილს, რომელშიც ბიზნესი ფუნქციონირებს. ბიზნესი ბავშვების ცხოვრებაში მრავალფეროვან კვალს ტოვებს პროდუქტებისა და მომსახურებების, მომარაგების ჯაჭვის, წარმოების, მარკეტინგის, დისტრიბუციის, გარემოსდაცვითი თუ სოციალური შედეგებისა და თემში ინვესტირების მეშვეობით.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.