ბულგარეთის საელჩო საქართველოში და გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობენ, რომ სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვები ჩართონ განათლების სისტემაში

ყველა ბავშვს და მოზარდს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება. საქართველოში ბევრი ბავშვია, განსაკუთრებით სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე დაუცველი ჯგუფებიდან, რომელთაც არ მიუწვდებათ ხელი სავალდებულო განათლებაზე.

05 სექტემბერი 2019
Meeting with Bulgarian embassy
UNICEF/Geo-2019/Jibuti

თბილისი, 5 სექტემბერი, 2019. ბულგარეთის საელჩო საქართველოში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობენ ხარისხიანი განათლება მიაწოდონ ყველაზე დაუცველ, სკოლის გარეთ დარჩენილ ბავშვებს საქართველოში.  შესაბამის ხელშეკრულებას დღეს მოაწერეს ხელი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა დესისლავა ივანოვამ და გაეროს ბავშვთა ფონდის(იუნისეფი) წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.

ბულგარეთის განვითარების სააგენტო, სამინისტროსა და იუნისეფთან თანამშრომლობით დაეხმარება სკოლის გარეთ დარჩენილ ბავშვებს 6 დღის ცენტრსა და საქართველოს 15 შერჩეულ სკოლაში დაბრუნდნენ ფორმალური განათლების სისტემაში. თანამშრომლობის შედეგად ბავშვები შეიძენენ საჭირო უნარებს, რაც დაეხმარება მათ სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში, შრომის ბაზრისთვის მომზადებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებაში.  

პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება შემდეგი აქტივობები:

  • სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების ფორმალური განათლების სისტემაში დაბრუნების საუკეთესო გამოცდილების და ცოდნის გაზიარება ქართველ და ბულგარელ განათლების პროფესიონალებს შორის.
  • საპილოტე სასწავლო მასალის შემუშავება შესაბამისი სასწავლო რესურსების ჩათვლით.
  • სამიზნე სკოლებისა და დღის ცენტრების პედაგოგებისა და აღმზრდელების მომზადება, რის შედეგადაც ისინი შეძლებენ დაეხმარონ ბავშვებს მიიღონ განათლება.

ყველა ბავშვს და მოზარდს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება. საქართველოში ბევრი ბავშვია, განსაკუთრებით სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე დაუცველი ჯგუფებიდან, რომელთაც არ მიუწვდებათ ხელი სავალდებულო განათლებაზე.  ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ 2016 წელს ჩატარებული ბავშვის შრომის შესახებ ეროვნული კვლევის თანახმად, 5-17 წლამდე  11, 200 ბავშვი (რაც შეადგენს ამ ასაკობრივი ჯგუფის მთლიანი რაოდენობის 2 პროცენტს)  არ დადის სკოლაში. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ბავშვების 27 პროცენტი სკოლას თავს ანებებს სავალდებულო საშუალო განათლების დასრულების შემდეგ, მოსწავლეთა 22 პროცენტი კი სწავლას თავს ანებებს დაბალი მოტივაციის და ცუდი სწავლის შედეგების გამო. იმ ბავშვებს შორის,  რომლებმაც თავი დაანებეს სკოლას ან არიან სკოლის გარეთ დარჩენის რისკის ქვეშ   არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, საჯარო ზრუნვაში მყოფი ბავშვები, ობლები, იძულებით გადაადგილებული პირები, მოქალაქეობის არმქონე ბავშვები, ლტოლვილები და ძნელად მისაწვდომი რეგიონებში მცხოვრები ბავშვები.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი