ბულგარეთის მთავრობის და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის შედეგად საქართველოში სკოლის მიღმა დარჩენილი ყველაზე დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი გახდება

სამმხრივი პროექტის დაწყების აღსანიშნავად ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მოინახულეს ერთ-ერთი საპილოტე სკოლა და დღის ცენტრი.

26 ნოემბერი 2019
Girl in classroom
UNICEF/GEO-2019/Jibuti

თბილისი, 26 ნოემბერი, 2019. ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობამ და გაეროს ბავშვთა  ფონდმა საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საფუძველი ჩაუყარეს ორწლიანი პარტნიორობის პროგრამას. პროგრამა მიზნად ისახვას სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებთან დაკავშირებით არსებული სირთულეების გადასაჭრელად  სისტემური მიდგომის შემუშავებას და კონკრეტული განათლების სექტორის რეფორმის მხარდაჭერას, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს მოწყვლადი ჯგუფების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვა და მათი სწავლის შედეგების გაუმჯობესება.  

პროექტის დაწყების აღსანიშნავად, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ქალბატონმა დესისლავა ივანოვამ  და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა დოქტორ ღასან ხალილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს ერთ-ერთი საპილოტე სკოლა და დღის ცენტრი თბილისში. 

გამოცდილების გაზიარების და ტექნიკური დახმარების გაწევის მიზნით, ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი დახმარებას გაუწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგად განათლებაში ინკლუზიურობის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, კერძოდ კი  სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები და მოზარდები შეძლებენ:

  • ჩაერთონ ან დაბრუნდნენ და მოახდინონ წარმატებული ინტეგრაცია  ძირითად განათლების სისტემაში;
  • შეიძინონ საჭირო უნარები და გაიუმჯობესონ სწავლის შედეგები, რაც მათ მისცემთ პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობას და უკეთ მოამაზადებს შრომის ბაზრისთვის და ზოგადად წარმატებისთვის მომავალში.  

საჭირო უნარებით აღჭურვილი, მოტივირებული და მხარდაჭერით უზრუნველყოფილი მასწავლებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს სკოლის მოსწავლეების სწავლის მაღალ შედეგებს.

კონკრეტულად, პროექტის მიზანია გაუწიოს დახმარება სამინისტროს სკოლის მიღმა დარჩენილი და სკოლის მიღმა დარჩენის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის განათლების მეორე შანსის ეროვნული პროგრამების შემუშავებაში (აკადემიური მოსწრების და გაძლიერებული სასაწავლო პროგრამები) და ამ პროგრამების დანერგვაში 15 სამოდელო სკოლაში და ექვს დღის ცენტრში. ამ საპილოტე პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში განათლების  მეორე შანსის  პროგრამები დაინერგება  საქარველოს ყველა სკოლაში.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს განათლების სისტემაში ბევრი რეფორმა გატარდა. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების შედეგები მიუთითებს პროგრესზე, ხარისხიან განათლებაზე წვდომა კვლავ გამოწვევად რჩება. ყველა ბავშვს და მოზარდს აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი განათლება.    თუმცა,  საქართველოში ბევრი ბავშვია, განსაკუთრებით კი სოციალურად და ეკონომიურად მოწყვლადი ჯგუფებიდან, რომელთათვისაც სავალდებულო განათლება არ არის ხელმისაწვდომი.  2016 წელს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული საქართველოში ბავშვის შრომის ეროვნული კვლევის თანახმად, 5-17 წლამდე თითქმის 11,200 ბავშვი (ამ ასაკობრივი ჯგუფის 2%) არ დადის სკოლაში.  

დღესდღეობით საქართველოში  მწირია განათლების მეორე შანსის პროგრამები, რომლებიც მისცემს შესაძლებლობას სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს და მოზარდებს დაუბრუნდნენ ფორმალური განათლების სისტემას, ჩაერთონ მოსწრების გასაუმჯობესებელ სავალდებული განათლებაში, გამოასწორონ სწავლის შედგები და შეძლონ სკოლიდან შრომის ბაზარზე გადასვლა. სისტემის ნაკლოვანებები, როგორიცაა არასაკმარისად განვითარებული მასწავლებლის ტრენინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების უნარებით აღჭურვილ მასწავლებლების მომზადებას, საჯარო დღის ცენტრებში მომვლელთა არასათანადო კვალიფიკაცია, არასაკმარისი სწავლის და სწავლების რესურსები მოსწავლეების აკადემიური ჩამორჩენის გასაუმჯობესებლად, ასევე ფორმალურ კურიკულუმებში გაძლიერებული სასწავლო პროგრამების ნაკლებობა, რაც დაეხმარებოდა მოსწავლეებს ჩვეულებრივ სკოლაში წარმატებით ინტეგრირებაში კვლავ მთავარ პრობლემად რჩება.

მედია კონტაქტები

სოფია ჭაავა

კომუნიკაციის პროგრამის კონსულტანტი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი