ბულგარეთის მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებენ ახალ პარტნიორობას სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად

19 ივლისი 2022
Government of Bulgaria and UNICEF embark on new partnership to support out- of school children in having the access to quality education
UNICEF/GEO-2022

თბილისი, 2022 წლის 19 ივლისი გაეროს ბავშვთა ფონდსა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დაიწყო ახალი პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის გარეთ დარჩენილი და ასეთი რისკის მქონე ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას. პროექტი ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტი ეხმარება სოციალურად ყველაზე დაუცველ და სკოლის გარეთ დარჩენილ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, შეუერთდნენ ან დაუბრუნდნენ და წარმატებით ინტეგრირდნენ ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში და მიეცეთ სასწავლო პროგრამის დაწევის საშუალება და მეორე შესაძლებლობა განათლების მისაღებად, რაშიც დაეხმარება სწავლაზე, ორგანიზებულ თამაშებსა და დასვენებაზე ორიენტირებული პროგრამები. პროექტით მოსარგებლე ბავშვები შეიძენენ საჭირო უნარებს და მიაღწევენ ხარისხიანი სწავლის შედეგებს, რომლებიც მისცემს სრული პოტენციალის რეალიზების საშუალებას და გაუზრდის მზაობას სამუშაო ბაზრისთვის და დაეხმარება ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ბავშვს უზრუნველყოფილი ჰქონდეს ხარისხიანი განათლების უფლება. მადლობას ვუხდით ბულგარეთის მთავრობას ამ კუთხით გაწეული მტკიცე პარტნიორობის გამო”, - ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

“ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ბულგარეთის მთავრობასთან, სკოლის გარეთ დარჩენილი ყველაზე დაუცველი ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვისკენ მიმართული სპეციალური პროგრამების მხარდასაჭერად”,აღნიშნა ხალილმა.

პროექტი ეფუძნება მხარეებს შორის 2019 წელს ჩამოყალიბებული თანამშრომლობის წარმატებულ გამოცდილებას, რომლის ფარგლებშიც სკოლის გარეთ დარჩენილ და ასეთი რისკის მქონე 200-მდე ბავშვს გაუუმჯობესდა წიგნიერებისა და მათემატიკური აზროვნების უნარები, ხოლო ზოგიერთი მათგანი სკოლას დაუბრუნდა.

საქართველოში ბევრ ბავშვს, განსაკუთრებით სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზემარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლებს, ხელი არ მიუწვდებათ სავალდებულო განათლებაზე. იმბავშვებს შორის,  რომლებმაც თავი დაანებეს სკოლას ან არიან სკოლის გარეთ დარჩენის რისკისქვეშ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, საჯარო ზრუნვაში მყოფი ბავშვები, ობლები, იძულებითგადაადგილებული პირები, მოქალაქეობის არმქონე ბავშვები, ლტოლვილები და ძნელად მისაწვდომრეგიონებში მცხოვრები ბავშვები.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.