ბათუმში ბავშვთა უფლებებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე განათლების ექსპერტებმა და ოფიციალურმა პირებმა ბავშვთა უფლებების შესახებ განათლებაზე იმსჯელეს

23-24 სექტემბერს ბავშვთა უფლებების წამყვანი სპეციალისტები, დიპლომატები, მთავრობის წარმომადგენლები და პროფესორები ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული განათლების შესახებ სამსჯელოდ შეიკრიბნენ

23 სექტემბერი 2021
Ghassan Khalil from Batumi2021 Conference
UNICEF/GEO-2021/Chaava

ბათუმი, საქართველო. 23-24 სექტემბერი.2021 წელი. ბათუმმა ბავშვთა უფლებების საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო გეგმებში ჩართვისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია ორანიზებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აჭარის ავტონომური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით.

ორდღიან კონფერენციაზე შეიკრიბნენ პროფესორები და სტუდენტები, მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სკოლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეებს გახსნითი სიტყვით მიესალმნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აჭარის ავტონომური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ბავშვის უფლებათა მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თამჯდომარე დავით სერგეენკო; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი აფშან ხანი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.

კონფერენციის მიზანი იყო ბავშვის უფლებების შესახებ სწავლებისა და სწავლისთვის შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფა და მომავალი სპეციალისტებისთვის აღნიშნული ცოდნის  ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობის მიცემა. კონფერენციაზე საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცა თავიანთი ინიციატივების გაზიარების საშუალება, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების საუნივერსიტეტო პროგრამებში ჩართვას. ამით კი, თავის მხრივ, ხელი შეეწყობა მომავალში ბავშვთა უფლებების დამცველების განათლებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, სამართალი, ბიზნესი და სხვა.

 

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების ხელმისაწვდომობის და მოზარდებთან კონტაქტში მყოფი პროფესიული კადრების (მასწავლებლების, დირექციის წევრების და სხვა პიროვნებების) პროფესიული უნარების არსებობის უზრუნველყოფა." - მაია ხაჯიშვილი

 

„ბავშვთა უფლებათა დაცვა, გამჭოლი ხაზია, რომელიც თან სდევს აჭარის მთავრობის ხედვას ყველა სფეროში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების ხელმისაწვდომობის და მოზარდებთან კონტაქტში მყოფი პროფესიული კადრების (მასწავლებლების, დირექციის წევრების და სხვა პიროვნებების) პროფესიული უნარების არსებობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, საუნივერსიტეტო პროგრამების ფუნქციონირებაში შიდასაკანონმდებლო ბაზის გაცნობა, განსაკუთრებით აქტიუალურია პროფესიული კადრების მომზადებისთვის.  კონფერენცია, რომელიც იმართება ბათუმში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც მასში ჩართული უნივერსიტეტების შემდგომი საქმიანობის გაძლიერების, ასევე სამინისტროს შემდგომი ხედვების ჩამოყალიბებაში“, განაცხადა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ავტონომური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.

 

"ბსუ-ს და გაეროს ბავშვთა ფონდს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს, სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია არაერთი ერთობლივი საინტერესო პროექტის განხორციელება. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ფორუმი იქნება ძალიან წარმატებული." - მერაბ ხალვაში

 

“მოხარული ვართ, რომ ამჯერად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ბავშვთა უფლებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას. ბსუ-ს და გაეროს ბავშვთა ფონდს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს, სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია არაერთი ერთობლივი საინტერესო პროექტის განხორციელება. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ფორუმი იქნება ძალიან წარმატებული. დარგის ექსპერტების მონაწილეობა ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ინოვაციური მიდგომების დანერგვას, მეორე მხრივ, ჩვენი ბავშვების უკეთეს მომავალს, საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, ქვეყნის მდგრად და სტაბილურ განვითარებას.”, განაცხადა მერაბ ხალვაშმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

 

"ბავშვთა უფლებების შესახებ განათლება უმნიშვნელოვანესია პედაგოგთა და პროფესიონალთა ახალი კოჰორტის აღსაზრდელად, რომლებსაც ეცოდინებათ ბავშვთა უფლებები და შეეძლებათ ბავშვთა უფლებებზე  მორგებული მიდგომების გამოყენება თავიანთ საქმიანობაში." - ღასან ხალილი

 

„მოხარული ვარ, რომ მეორე საერთაშორისო კონფერენცია ბავშვთა უფლებებზე ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც ნაწილია უნივერსიტეტის გეგმისა  ბავშვთა უფლებები ჩართოს მის პროგრამებსა და კურიკულუმებში“, აღნიშნა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა. „ბავშვთა უფლებების შესახებ განათლება უმნიშვნელოვანესია პედაგოგთა და პროფესიონალთა ახალი კოჰორტის აღსაზრდელად, რომლებსაც ეცოდინებათ ბავშვთა უფლებები და შეეძლებათ ბავშვთა უფლებებზე  მორგებული მიდგომების გამოყენება თავიანთ საქმიანობაში. ვფიქრობ,  ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია  ბავშვთა უფლებებზე და უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოში ბავშვთა უფლებების კულტურის გაძლიერებას. გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს პარტნიორობას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვა უნივერსიტეტებთან, საქართველოში ბავშვთა უფლებების შესახებ განათლების გაუმჯობესების მიზნით“, დასძინა ხალილმა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ცნობილი ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების, მასწავლებლებისა და ესეების კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების  მონაწილეობით, წარმოადგინეს პრეზენტაციები, სასკოლო პროექტები. დისკუსიების მთავარი თემები იყო უნივირსიტეტების როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობაში, არსებულ სოციალურ ნორმებზე გავლენის მოხდენა და ციფრული უთანასწორობის შემცირება. განათლების, სამართლის, სოციალური პოლიტიკის, სკოლამდელ და სასკოლო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვის, ბავშვების სიღარიბის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით ციფრული უთანასწორობის შემცირების თემაზე 52 სხვადასხვა მომხსენებლის მიერ მთლიანობაში წარმოდგენილ იქნა  42 მოხსენება.

ბათუმში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია ბავშვის უფლებების საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამაში ჩართვის შესახებ რიგით მეორე კონფერენციაა. პირველი ასეთი კონფერენცია  2020 წელს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელმაც უზრუნველყო პლატფორმა საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს შორის ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული თეორიის, კვლევის, პოლიტიკისა და პრაქტიკის სტრუქტურირებული გაცვლისთვის. პირველ და მეორე კონფერენციებს შორის საქართველოს 7 უმაღლეს სასწავლებელში დაფუძნდა ბავშვთა უფლებების ცენტრები.  

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ბავშვის უფლებების შესახებ სტუდენტური ესეებისა და სასკოლო პროექტების კონკურსი. ორი სტუდენტური ესეს ავტორსა და ქვეყნის მასშტაბით 15 სკოლას გადაეცა სერტიფიკატები, რომლებიც მათ სტიმულს მისცემს, გააგრძელონ ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობა.

გარდა ამისა, გაიმართა ბავშვის უფლებებისა და ბავშვის განვითარების სფეროს წამყვანი სპეციალისტების ვებინარები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვის მიმართ ძალადობა და მისი შედეგები, თინეიჯერული ასაკის სირთულეები და ადრეული საბავშვო განათლების ხარისხი და მისი მნიშვნელობა.

კონფერენციის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ახალგაზრდებისთვის ციფრული ადვოკატირების ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეებმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელსა და კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინეს ადვოკატირების თემები და გეგმები, რომლებმაც შეეხებოდა ციფრული უთანასწორობის შემცირებას მაღალმთიანი აჭარის ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.