ბავშვთა დაცვის დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების აუცილებლობაზე

01 ივნისი 2021
kindergarten
UNICEF/GEO-2021/Tsetskhladze

თბილისი, 2021 წლის 1 ივნისი იუნისეფი მთავრობასა და ბიზნეს-სექტორს მოუწოდებს ოჯახის მხარდამჭერ მომსახურებებსა და მშობლობის პროგრამებში მეტი ინვესტიციისაკენ, რომ ქვეყანაში არსებობდეს მშობლების საჭიროებებზე მორგებული, ყოვლისმომცველი პროგრამები, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველი ოჯახებისთვის.

ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები მნიშვნელოვანია ოჯახთან მუშაობის ნებისმიერ სტადიაზე. ბავშვის უფლებათა კოდექსი ხაზს უსვამს როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების მნიშვნელობას. ოჯახის მხარდამჭერი ძლიერი სერვისები საჭიროა იმისთვის, რომ ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნას ოჯახური გარემო და თავიდან იქნას აცილებული ოჯახისგან განცალკევება. ხარისხიანი სოციალური მომსახურების უზრუნველყოფაში წამყვანი როლი უჭირავთ სოციალური უზრუნველყოფის ცენტრალური და მუნიციპალური დონეების თანამშრომლებს.

 

"ახლა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გვჭირდება იმის ხელახლა გააზრება, თუ როგორ დავეხმაროთ ოჯახებსა და მშობლებს, ჰქონდეთ საჭირო დრო, რესურსები და სერვისები ბავშვებისათვის პოზიტიური ბიძგის მისაცემად." - ღასან ხალილი

 

„მშობლობა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოა“ ამბობს ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. “კოვიდ-19-ის პანდემიამ და მისმა სოციო-ეკონომიკურმა შედეგებმა მშობლებისთვის სტრესის ახალი ფაქტორები გააჩინა და კიდევ უფრო გაამძაფრა ოჯახებში აქამდე არსებული არაკეთილსაიმედო ვითარება. შევაბიჯეთ რა პანდემიის მეორე წელიწადში, მშობლებსა და მზრუნველებს კვლავ უჭირთ ბავშვების ჩართვა სასწავლო პროცესში და თავიანთი ოჯახების ფუნქციურობის შენარჩუნება, ხშირ შემთხვევაში გაზრდილი სიღატაკის პირობებშიც. ახლა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გვჭირდება იმის ხელახლა გააზრება, თუ როგორ დავეხმაროთ ოჯახებსა და მშობლებს, ჰქონდეთ საჭირო დრო, რესურსები და სერვისები ბავშვებისათვის პოზიტიური ბიძგის მისაცემად. ევრკოკავშირთან პარტნიორობით მშობლებსა და ბავშვებს დავეხმარებით პოზიტიური მშობლობისა და ოჯახისათვის საჭირო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებაში,“ დაამატა ხალილმა.

პოზიტიური მშობლობისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების მნიშვნელობის ხაზგასასმელად გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირთან პარტნიორობით, ერთობლივი პროექტის - „საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება“ ფარგლებში, „პოზიტიური მშობლობის კვირეულს“ ატარებს. არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „მშობლები განათლებისთვის“ პარტნიორობით წარმოებული კამპანიის ფარგლებში შეიკრიბებიან მშობლები, პროფესიონალები და ბავშვები და იმსჯელებენ, თუ როგორი უნდა იყოს გონივრული მიდგომები პოზიტიური აღზრდისა და ბავშვთა უფლებების დაცვისადმი, ეს კი პოზიტიური კომუნიკაციისა და პატივისცემის მეშვეობით მიიღწევა. აღნიშნული ინიციატივა მოიცავს ონლაინ ვებინარებს, პირისპირ შეხვედრებსა და სოციალური მედიის კამპანიას.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.