ბავშვები მთავრობის წარმომადგენლებს სემინარზე გამოცდილებას უზიარებენ

28 თებერვალი 2023

2023 წლის 28 თებერვალი, ქუთაისი, საქართველო - გაეროს ბავშვთა ფონდმა და ბავშვებმა ქუთაისიდან გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ინოვაციური ტრენინგი ჩაატარა  ბავშვის უფლებების შესახებ, რომელსაც თავად ბავშვები უძღვებოდნენ. სემინარის მიზანი იყო ბავშვის უფლებების გაცნობიერების ხელშეწყობა და მონაწილეების აღჭურვა საჭირო ცოდნითა და უნარებით, რათა ისინი ჩაერთონ ბავშვის უფლებების ადვოკატირებაში.

სრულდღიან სემინარს უძღვებოდა ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეების ჯგუფი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ბავშვთა უფლებების ადვოკატირებაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრის მხარდაჭერით. ბავშვებმა ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და შეხედულებები, ხაზი გაუსვეს ბავშვების მონაწილეობის მნიშვნელობასა და ბავშვების როლს საკუთარი უფლებების ხელშეწყობაში.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა მონაწილეთა მრავალფეროვანი ჯგუფი, მათ შორის პარლამენტის წევრები, მინისტრის მოადგილეები, სამთავრობო უწყებებისა და სასამართლოს წარმომადგენლები. ბავშვებმა მონაწილეებს იდეების გაზიარებისა და მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ბავშვის უფლებების ხელშეწყობის მიზნით კონკრეტული სამოქმედო გეგმების შემუშავებისკენ მოუწოდეს.

პროგრამა მოიცავდა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ბავშვისუფლებათა კონვენციას, ბავშვთა დაცვას და მონაწილეობას. ტრენინგის მონაწილეები ჩაერთნენ ინტერაქტიულ სესიებში, ჯგუფურ დისკუსიებში და პრაქტიკულ სავარჯიშოებში და უკეთ გააცნობიერეს, თუ რა არის ბავშვის უფლებები და როგორ შეიძლება მათი ხელშეწყობა და დაცვა.

„მოხარულები ვართ, რომ ვითანამშრომლეთ ბავშვების ამ შთამაგონებელ ჯგუფთან და ერთობლივად ჩავატარეთ სემინარი ბავშვის უფლებების შესახებ“, - აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა. „ბავშვები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ უფლებებს ფლობენ, ცვლილებების მძლავრიგამტარებლები არიან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, მათ მიეცეთ შესაძლებლობა გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს“.

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვების დიდმა ენთუზიაზმმა და პასუხისმგებლობამ, რომლითაც მოეკიდნენ ტრენინგის ჩატარებას", - აღნიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა, მაკა ფერაძემ. „მათმა ისტორიებმა და გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების მოსმენა და ჩართვა გადაწყვეტილებებში, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე“.

ტრენინგი დასასრულს გაჟღერდა მოწოდება მოქმედებისკენ, რათა ყველა მონაწილემ გააგრძელოს ბავშვის უფლებების ხელშეწყობა და დაცვა მათი გავლენის სფეროებში. გაეროს ბავშვთა ფონდმა და ბავშვებმა, რომლებიც უძღვებოდნენ ტრენინგს განაცხადეს, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ერთობლივი მუშაობის გაგრძელება, რათა უზრუნველყონ ყველა ბავშვის უფლებების პატივისცემა, დაცვა და შესრულება.

მედია კონტაქტები

სოფია ჭაავა
კომუნიკაციის სპეციალისტი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: schaava@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.