ახალგაზრდა მოხალისეები მთელი საქართველოდან წარმოადგენენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის შედეგებს USAID-ის, იუნისეფისა და Helping Hand-ის ერთობლივი პროექტის დახურვის ღონისძიებაზე

150 ახალგაზრდა 63 მუნიციპალიტეტიდან გაერთიანდა მოხალისედ COVID-19-ის პრევენციის პროგრამაში

10 ივნისი 2022
ახალგაზრდა მოხალისეები მთელი საქართველოდან წარმოადგენენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის შედეგებს USAID-ის, იუნისეფისა და Helping Hand-ის ერთობლივი პროექტის დახურვის ღონისძიებაზე
UNICEF/Geo-2022/Blagonravova

2022 წლის 10 ივნისი, თბილისი, საქართველო – კოვიდ-19 პანდემიის საპასუხოდ 150 ახალგაზრდა მოხალისემ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან მიიღო მონაწილეობა პროექტში "მოზარდი მოხალისეების ჩართულობა COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში". ეს იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის 6-თვიანი კამპანია, რომელიც მიმდინარეობდა გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციასთან "Helping Hand" პარტნიორობით.

მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ სესიებში, რომლებიც ჩაატარეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, ფსიქოლოგებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ექსპერტებმა. სესიების გავლის შემდეგ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ,  მოეპოვებინათ მიკრო გრანტები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელეს მცირე, ლოკალური პროექტები თავიანთ თემებში.

პროექტის დახურვის ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსია ახალგაზრდების მონაწილეობით. მოზარდებმა მიღებული გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს, მოწვეულ სტუმრებს ადგილობრივი მუნიციპიალიტეტებიდან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან და იუნისეფიდან.  ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოხალისეები და ჰიგიენის კლუბები.

„საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში, რომლის იდეის ერთგულნი ვართ, მხარი დავუჭირეთ ახალგაზრდა მოხალისეების ძალისხმევას კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად. ამისთვის ჩავატარეთ კოვიდ-19-ის პრევენციაზე ფოკუსირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კამპანია, რომელიც პოპულარიზაციას უწევდა მოზარდების მიერ უსაფრთხო ჰიგიენის დაცვას,“ განაცხადა USAID-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორმა ლეა კაპლანმა. „ვამაყობთ, როცა ვხედავათ, თუ რამდენმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ კამპანიაში, რაც ნათელი დემონსტრირებაა იმისა, თუ რამდენად ზრუნავენ ისინი თავიანთ თემებზე.“  

„პროექტმა ხელი შეუწყო ახალგაზრდა მოხალისეების ცოდნის გაზრდას უსაფრთხო ჰიგიენისა და ინფექციის პრევენციის შესახებ, შესძინა მათ უნარ-ჩვევები, თუ როგორ გაუმკლავდნენ რთულ ამოცანებსა და სიტუაციებს, გაზარდა ახალგაზრდების მონაწილეობა და ჩართულობა კოვიდ-19-ის საპასუხო ღონისძიებებში,“ განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „ნებისმიერ კრიზისთან გამკლავებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მოზარდებისა და ახალგაზრდების პრიორიტეტები და საჭიროებები, ამისათვის კი ისინი კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულები, უნდა ჰქონდეთ საკმარისი რესურსები და განათლება.“

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: USAID არის მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო,  ცვლილებების მომხდენი აქტორი და განვითარების სფეროში მიღწეული შედეგების მამოძრავებელი ძალა. საქართველოსთან პარტნიორობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში USAID მის დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. დღესდღეობით საქართველოში მოქმედი 35-ზე მეტი პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:  https://www.usaid.gov/georgia.  

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.