აჭარაში გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით მასწავლებელთა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა

24 ივლისი 2021
Adjara COVID-19 informational sessions
UNICEF/GEO-2021/Tsetskhladze

ბათუმი, საქართველო, 2021 წლის 23-24 ივლისი მაღალმთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მასწავლებლებმა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა ბათუმში მონაწილობა მიიღეს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებთან პარტნიორობით ორგანიზებულ ვაქცინაციის ორდღიან ღონისძიებაში და მიიღეს ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის სხვადასხვა საკითხის შესახებ. ღონისძიებას ცნობილი ექიმები უძღვებოდნენ და ის მიზნად ისახავდა ვაქცინაციის შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი ჯგუფების ინფორმირებას, როგორებიცაა მასწავლებლები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები და მათ ვაქცინაციას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ.  

შეხვედრებზე, რომლებიც წინ უძღვოდა ვაქცინაციას,  წამყვანმა ექიმებმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა უპასუხეს აუდიტორიის კითხვებს მთელ რიგ საკითხებზე, როგორიცაა: კოვიდ-19 საქართველოში და მასთან დაკავშირებული გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები; იმუნიზაციის მნიშვნელობა და კოვიდ-19-ის გართულებები ბავშვებში; ალერგიების, ასევე გულისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია.  

 

Adjara COVID-19 informational sessions

 

საინფორმაციო შეხვედრებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები და ეპიდემიოლოგები: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი. შეხვედრაზე მონაწილეებს მიმართეს: აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, აჭარის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში,  ღასან ხალილმა.

 

" ბავშვებს კვლავ უნდა ჰქონდეთ უწყვეტი წვდომა სკოლებში მიმდინარე განათლებისა და სოციალიზაციის პროცესებზე, რომლებმაც სერიოზული შეფერხება განიცადეს." - ღასან ხალილი

 

„პანდემიასთან ბრძოლაში, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე ხდენს გავლენას, იმუნიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“, აღნიშნა საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა. „პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე ძირთადი პერსონალის, როგორებიცაა მასწავლებლები და ტურიზმის წარმომადგენლები, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია რომ ტურისტულმა სეზომა არ გამოიწვიოს ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება, რამაც მოახლოებულ ახალ სასწავლო წლამდე შეიძლება მორიგი შეზღუდები გამოიწვიოს. ბავშვებს კვლავ უნდა ჰქონდეთ უწყვეტი წვდომა სკოლებში მიმდინარე განათლებისა და სოციალიზაციის პროცესებზე, რომლებმაც სერიოზული შეფერხება განიცადეს. უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ პირისპირ სწავლებას და ჰიგიენის ზომების დაცვას“, დაამატა ბ-ნმა ხალილმა.

განათლების სისტემების შეფერხებამ მთელი მსოფლიოს ბავშვებზე უარყოფითი გავლენა იქონია. სწავლის გაცდენილი შესაძლებლობები, ფსიქიური აშლილობა, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, გაცდენილი სასკოლო კვება და ვაქცინაცია, სოციალური უნარების განვითარების შემცირებული შანსები - ეს ის შედეგებია, რომლებიც  ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე, სოციალურ ჩართულობაზე და ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე აისახება. ყველაზე მეტად ხშირად ის ბავშვები ზარალდებიან, რომლებიც ღარიბ ოჯახებში გარემოში ცხოვრობენ და არ აქვთ წვდომა დინსტანციური სწავლის ინსტრუმენტებზე, ასევე განვითარების საკვანძო სტადიაზე მყოფი ადრეული ასაკის ბავშვები.

 

Adjara COVID-19 informational sessions

 

სკოლების კიდევ ერთი წლით დაკეტვის შემთხვევაში ბავშვები იწვნიან ისეთ შედეგებს, რომლებიც თაობებს გაჰყვება. ამიტომას მნიშვნელოვანია, ვუზრუნველყოთ მასწავლებელთა, სკოლების ადმინისტრაციის პერსონალისა და საზოგადოების სხვა ჯგუფების ვაქცინაცია, როგორიცაა ტურისტული სექტორის წარმომადგელები.

იუნისეფი ადვოკატირებას უწევს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას აჭარის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში - მასწავლებლებში, ექიმებში, რელიგიურ ლიდერებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებში. 2021 წლის მაის-ივნისში აჭარაში გაიმართა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის საკითხზე რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც მოჰყვა სამიზნე  ჯგუფების ვაქცინაცია.

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ეხმარება მთავრობას რუტინული იმუნიზაციის პროგრამების გატარებაში და მისი თხოვნით COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით ხელი შეუწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდებაში.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.