შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ყოველდღიური დამცველები

ერთიანდებიან საქართველოში დამოკიდებულებების და ცნობიერების შესაცვლელად

იუნისეფი საქართველო
Lia Tabatadze, active member of the ‘See Every Colour’ campaign
UNICEF/Geo-2017/Khetaguri

07 თებერვალი 2019

თბილისი, მაისი 2017 – “ადამიანებმა უკვე დაიწყეს საუბარი შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ბავშვების შესახებ და მედიაც საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენს ამ თემის გაშუქების მიმართ“, აღნიშნა დაუნის სინდრომის მქონე 7 წლის გოგონას დედამ და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის  „ბაბალეს“ დამფუძნებელმა ლია ტაბატაძემ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ბავშვებს  საზოგადოებაში ინტეგრაციაში და დამოუკიდებელი ცხოვრების წარმოებაში ეხმარება.

ლია ტაბატაძე და მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია   გახმაურებულ კამპანიას „დაინახე ყველა ფერი“ შეუერთდნენ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცოდნის ამაღლებას შშმ ბავშვების საჭიროების და საზოგადოებაში სრული ინკლუზიურობის მნიშვნელობის შესახებ.

კამპანიამ უკვე ფართო აღიარება მოიპოვა ქვეყნის მასშტაბით. ის 2017 წლის თებერვალში დაიწყო, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. სპორტის, ხელოვნების და განათლების სფეროებში შშმ ბავშვების და ახალგაზრდების უნარების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ მედიაში გავრცელდა და ავსებს ცოდნის ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს დედაქალაქის და საქართველოს მასშტაბით.

გიგო შიუკაშვილი დაუნის სინდრომის მქონე 21 წლის ქარიზმატული ახალგაზრდაა. ის მეტად გაახარა ახალმა კამპანიამ და ცდილობს შეძლებისდაგვარად ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობას.

Gigo Shiukashvili, a charismatic 21 year-old with Down Syndrome, was thrilled to hear about the new campaign, and is trying to participate in as many events as he can.
UNICEF/Geo-2017/Khetaguri
დაუნის სინდრომის მქონე 21 წლის გიგო შიუკაშვილი მიიჩნევს, რომ კამპანია „დაინახე ყველა ფერი“ ძალიან საინტერესო და სახალისოა, რადგან მას შეუძლია ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობა. თბილისი, მაისი 2017.

“მე ვფიქრობ კამპანია უნდა გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდ ხანს. მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ მომწონს ის, არის კონცერტები,“ ამბობს გიგო და აღნიშნავს მუსიკალური ანსამბლის, პარაორკესტრის გამოსვლას რომლის შემადგენლობაშიც შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე  მუსიკოსები შედიან.   

როდესაც აუტიზმის მქონე ბავშვის დედამ მარი კორკოტაძემ შეიტყო „დაინახე ყველა ფერი“ კამპანიის შესახებ, ის დაუყოვნებლივ ჩაერთო მასში. „მე ბევრი წლის განმავლობაში მივმართავდი მედიას უშედეგოდ, ვთხოვდი მოემზადებინათ სიუჟეტი ჩემი შვილის შესახებ, რაც დაეხმარებოდა საზოგადოებას შშმ ბავშვების საჭიროებების უკეთ აღქმაში. დაბოლოს, იუნისეფმა დაიწყო ეს კამპანია, ისინი დამეხმარნენ ვიდეოს მომზადებაში და ამბის გადმოცემაში“ - აღნიშნა მან.

მარიმ სოციალური მედიის გამოყენება დაიწყო თავის Facebook გვერდზე კამპანიის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით. „ბევრი მეგობარი მყავს Facebook-ზე და მათი უმრავლესობა არ ურთიერთობს შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე  ბავშვებთან. ახლა ადამიანები იწყებენ მათი საჭიროებების უკეთ აღქმას. ჩვენ ვაჩვენებთ  საზოგადოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ადამიანები სხვებისგან არაფრით განსხვავდებიან, მხოლოდ განსხვავებული უნარებით და შესაძლებლობებით,“ - განმარტა მან.  

#SeeEveryColour Campaign Launch in Kutaisi
UNICEF/Geo-2017/Turabelidze
ქუთაისის ახალგაზრდობა უერთდება კამპანიას „დაინახე ყველა ფერი“ მკვეთრი ფერებით და ბუშტებით „ქუთაისობის“ „დღესასწაულზე“. ქუთაისი, მაისი 2017

კამპანიის კომპონენტი  „თანატოლთან ურთიერთობა“ ინოვაციური გზაა შეზღუდული შესაძლებლობების არმქონე  ადამიანების დასაახლოებლად შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე  ბავშვებთან და ახალგაზრდებთან, მათ დასახმარებლად უკეთესად გაერკვნენ ამ პირების პირადი, სოციალური და პროფესიული განვითარების საჭიროებებში. უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტი სანდრო ბაცანაძე  შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ახალგაზრდას გიორგის მიჰყვება სავაჭრო ცენტრში ზურგჩანთის შესაძენად. თავის მხრივ, გიორგიმ სანდროს ასწავლა თავისი საყვარელი წვნიანის მომზადება.

“გიორგისგან ბევრი რამ ვისწავლე. ის დამეხმარა ისეთი საკითხების დანახვაში, რასაც ადრე ვერ ვამჩნევდი. ასევე დავინახე ჩემი არასწორი დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ,“ - აღნიშნა მან.

სანდრო ფიქრობს, რომ კამპანია „დაინახე ყველა ფერი“ მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მოუწოდებს მეტ ახალგაზრდას,  მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში. „ადამიანებს ეშინიათ ისეთი თემების, რასაც არ იცნობენ და ეს არის შესანიშნავი გზა ამ შიშის დასაძლევად,“ - აღნიშნა მან.

მიუხედავად იმისა, რომ სამი თვის წინ დაიწყო, კამპანიამ უკვე 800,000 ადამიანი მოიცვა სხვადასხვა მედია პლატფორმის საშუალებით.  კამპანია სიჩქარეს იკრეფს ღონისძიებების შესახებ ვიდეოების, ინტერნეტისთვის განკუთვნილი ციფრული ვიდეო და აუდიო მასალების, კომიქსების და საგანმანათლებლო ბროშურების მომზადებით, ისევე როგორც სხვადასხვა საინტერესო აქტივობების და კონცერტების დაგეგმვით საქართველოს რვა რეგიონში.

აღმოაჩინე მეტი