საქართველოში ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები დაიწყო

და მთელი წლის განმალობაში გაგრძელდება სხვადასხვა აქტივობებით.

იუნისეფ საქართველო
Children on SDG festival
UNICEF/GEO-2019/Blagonravova

18 ივნისი 2019

7 ივნისი, 2019 წელი, ამბროლაური, საქართველო. ბავშვის უფლებათა კონცენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა სტარტი ამბროლაურში, გაეროს მიერ ორგანიზებულ მდგრადი განვთარების ფესტივალზე აიღო. 

გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით მოეწყო სპეციალური სივრცე ბავშვთა უფლებების შესახებ, სადაც ბავშვები ეცნობოდნენ თავიანთ უფლებებს სხვადასხვა აქტივობით, როგორიცაა ვიქტორინები, სახალისო თამაშები, ხატვის გაკვეთილები. მშობლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია აღზრდის პოზიტიური მეთოდების შესახებ ინტერაქტიული თამაშის საშუალებით. 

ბავშვთა უფლებების სივრცეში გამოფენილი იყო მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ მომზადებული პლაკატები და ინფოგრაფიკები. სტუმრებს დაურიგდათ ბავშვის უფლებათა კონვენციის საბავშვო ვერსია და ბროშურა ბავშვის მიმართ ძალადობის შესახებ. უფროსი ასაკის ბავშვებთან გაიმართა დისკუსია ბავშვთა უფლებების შესახებ, ხოლო ვიქტორინაში გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ.  

ბავშვის უფლებათა სივრცეს ესტუმრნენ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი.

Gils on SDG
UNICEF/GEO-2019/Blagonravova

მთელი დღის განმავლობაში ბავშვის უფლებათა სივრცეს ესტუმრა ბევრი ბავშვი, მშობელი, დიპლომატიური, სამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციის წარმომადგენელი, ადგილობრივი ფერმერი და ამბროლაურის მკვიდრი. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ბავშვის უფლებათა კონცენციის 30 წლისთავის შესახებ.

ბავშვის უფლებათა კონვენციის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მომზადდება ერთწუთიანი ვიდეოები ბავშვის უფლებების თემაზე, სკოლებში ჩატარდება "ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი", გაიმართება ახალგაზრდული ჰაკათონი და სხვა ღონისძიებები.

აღმოაჩინე მეტი