მეორე საერთაშორისო კონფერენცია: ადრეული განათლება და ზრუნვა
8 - 9 ივნისი, 2023

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით მართავს მეორე საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემაა „თამაში: ხარისხიანი ადრეული განათლებისა და ზრუნვის საფუძველი“.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე; უზრუნველყოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალების პროფესიული განვითარება და ფართო საზოგადოებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა ცნობიერების ამაღლება ადრეული განათლებისა და ზრუნვის მნიშვნელობაზე.
კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადგილობრივი მთავრობისა და ადრეული განათლების სფეროს წარმომადგენლებს, ასევე პრაქტიკოსებს სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური.
კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის 8 და 9 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმში.
თეზისების, პრეზენტაციების და სტატიის წარდგენა
ვიწვევთ მონაწილეებს ადრეული განათლებისა და ზრუნვის საკითხებზე ზეპირი პრეზენტაციებისთვის თეორიული, ემპირიული ან პრაქტიკაზე დაფუძნებული თეზისების წარმოსადგენად შემდეგ თემატურ მიმართულებებზე:
- თამაშზე დაფუძნებული სწავლა
- თამაშზე დაფუძნებული სწავლებისთვის საჭირო პროფესიული კომპეტენციები და პროფესიული განვითარება
- ინკლუზიური პრაქტიკა და თამაში (თამაში კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების კონტექსტში, გენდერი და თამაში, თამაშის მხარდაჭერა ადრეული ასაკის სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის და სხვ.)
- ბავშვის განვითარება: დაკვირვება, დოკუმენტირება და შეფასება
- მშობლები, ოჯახები, თემი და საბავშვო ბაღი: მხარდაჭერა, თანამშრომლობა და გაძლიერება
თეზისი
კონფერენციის თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 თებერვალი, 18:00 (საქართველოს დროით).
კონფერენციის თეზისები უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემებს. სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- თეზისის სათაური
- საკვანძო სიტყვები
- თეზისი (თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას)
თითოეულ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 2 თეზისი.
თეზისები, რომლებიც მიღებული იქნება კონფერენციაზე წარსადგენად, აღარ დაექვემდებარება ცვლილებას თეზისების წარდგენის ბოლო ვადების შემდგომ.
კონფერენციის სამეცნიერო კომისია განიხილავს და შეარჩევს კონფერენციაზე წარსადგენ თეზისებს და დაუკავშირდება მათ ავტორებს არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტის 18:00 საათამდე (საქართველოს დროით).
თეზისის წარმოსადგენად გადადით ბმულზე.
პრეზენტაცია
კონფერენციისთვის შერჩეული თეზისების სრული პრეზენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 01 მაისი, 18:00 (საქართველოს დროით). პრეზენტაციები უნდა გაიგზავნოს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შემდეგ ელფოსტაზე: ecec2023@bsu.edu.ge ელფოსტის სახელწოდებაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „პრეზენტაცია - კონფერენცია: ადრეული განათლებისა და ზრუნვა“.
სტატია (არჩევითი)
კონფერენციისთვის შერჩეული თეზისების სრული მოხსენებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 01 მაისი, 18:00 (საქართველოს დროით). სრული მოხსენებები უნდა გაიგზავნოს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შემდეგ ელფოსტაზე: ecec2023@bsu.edu.ge ელფოსტის სახელწოდებაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „მოხსენება - კონფერენცია: ადრეული განათლებისა და ზრუნვა“.
სტატიის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. წარმოდგენილი სტატიები დაიბეჭდება კონფერენციის კრებულში.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის შერჩეული თეზისების ავტორების/მომხსენებლების სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯები ანაზღაურდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაფინანსების შემთხვევაში, ანაზღაურდება თითო თეზისის მხოლოდ ერთი ავტორის/მომხსენებლის ხარჯები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ecec2023@bsu.edu.ge