კამპანია „დაინახე ყველა ფერი“ ეხმარება შშმ ადამიანებს მათი უნარების გამოვლენაში

და უპირისპირდება საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს

ჯოზეფ ლარსენი იუნისეფ საქართველოსთვის
Inga playing at the launch of the See Every Colour campaign in Kutaisi. Kutaisi, May 2017
UNICEF/Geo-2017/Turabelidze

07 ნოემბერი 2017

თბილისი, ოქტომბერი 2017 - “მუსიკა მაძლევს ენერგიას, ძალას და ასევე სიმღერის და დაკვრის სურვილს“ - ამბობს საშუალო განათლების მქონე 21 წლის ინგა ვალიშვილი, რომელიც  ფორტეპიანოზე და მეტალოფონზე უკრავს პარაორკესტრში (თბილისში შექმნილი ორკესტრი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისგან შედგება). ის უკვე ოთხი წელია, ორკესტრის დაარსების დღიდან უკრავს.

ინგა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია  სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრებაში, რომლის დიდი ნაწილიც მუსიკას უკავია.

ინგას მუსიკით გატაცება განსაკუთრებით გაძლიერდა სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის („დაინახე ყველა ფერი“) ფარგლებში, რომელიც  იუნისეფმა  2017 წლის თებერვალში დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და ახალგაზრდების მიმართ დამოკიდებულების შეცვლის მიზნით. კამპანია ფოკუსირებულია  შშმ ბავშვების და ახალგაზრდების უნარების წარმოჩენაზე. კამპანია  წარიმართა ქვეყნის მასშტაბით და ათასობით ადამიანი მოიცვა, ინგას ჩათვლით.

ამპანია იძლევა პლატფორმას პარაორკესტრისთვის ახალგაზრდების უნარების წარმოსაჩენად. მისი მიზანია საქართველოში გავრცელებულ იმ მითთან დაპირისპირება, რომ ამ ადამიანებს არაფერი შეუძლიათ და მხოლოდ სხვებზე არიან დამოკიდებულნი. ინგასთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მომენტი იყო ქუთაისში  ქალაქის ყოველწლიური ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტზე გამოსვლა. „ქუთაისი მეტად სასიამოვნოდ მახსენდება. ქუჩაში ვიყავით, ჩვენთან მოდიოდნენ და ბევრი ადამიანი გავიცანით“ - აღნიშნა ინგამ.

Paraorchestra at the Concervatory
UNICEF/Geo-2017/Svanidze
პარაორკესტრის გამოსვლა კონსერვატორიაში, რომელიც მიეძღვნა ბავშვთა დაცვის დღეს. თბილისი, ივნისი 2017.

ივნისში პარაორკესტრმა ცნობილ ქართველ პიანისტთან დათუნა ალადაშვილთან ერთად დაუკრა. კონცერტი თბილისის კონსერვატორიაში ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად გაიმართა. ის კამპანიის „დაინახე ყველა ფერი“ ნაწილი იყო. ინგასთვის კონსერვატორიაში გამოსვლა მართლაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. აუდიტორია გააოცა შშმ ბავშვების და ახალგაზრდების მაღალი დონის მუსიკალურმა შესრულებამ. ამასთან ერთად, სტუმრებს ჰქონდათ შშმ ბავშვების და ახალგაზრდების საჭიროებების და უნარების, და თვითონ კამპანიის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.

მუსიკა ინგას გატაცება და გარე სამყაროსთან ურთიერთქმედების გზაა. ის ასევე იძლევა საშუალებას სოციალური დამოკიდებულების შესაცვლელად  შშმ ადამიანების მიმართ. ინგა და მისი მეგობრები არ არიან ქველმოქმედების ობიექტები, რომლებიც საზოგადოებას უნდა ეცოდებოდეს. ისინი არიან ადამიანები თავიანთი ინტერესებით, უნარებით და ოცნებებით.

დამოკიდებულებების უკეთესობისკენ ცვლილების მიუხედავად ინგა მიიჩნევს, რომ კვლავაც ბევრია გასაკეთებელი: „ზოგიერთმა ადამიანმა უკვე იცის ორკესტრის შესახებ და განმეორებით მოდის სტუმრად. მაგრამ ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა ახალ მსმენელს ვხედავ. ჩემი აზრით, სულ უფრო მეტი ადამიანი უნდა დაესწროს ჩვენს კონცერტებს და გაიგოს ჩვენ შესახებ.“

დათა ფარცხალაძე ცხრა წლისაა და აუტისტური სპექტრის დარღვევა აქვს. მის მაგალითზე კარგად ჩანს თუ რა ძლიერი გავლენა აქვს სტიგმას საზოგადოებაზე. „შშმ ბავშვის ბევრ მშობელს თვითონ არ სჯერა საკუთარი შვილის შესაძლებლობების“, ამბობს დათას დედა მარი.

მარი დათას და სხვა შშმ ბავშვების უფლებებს იცავს საქართველოში. პლატფორმის შექმნით კამპანიამ „დაინახე ყველა ფერი“ თავისი როლი შეასრულა. „შესაძლებელი გახდა უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება ფართო საზოგადოებისთვის,  რადგან პლატფორმა გაცილებით ფართოა  და განკუთვნილია არა მარტო ჩემი შვილის, არამედ სხვა ბავშვების უფლებების დასაცავადაც“, აღნიშნავს მარი. კამპანიამ ის ჟურნალისტებთან დააკავშირა, რომლებიც ადამიანის უფლებების და სოციალური საკითხების შესახებ აქვეყნებენ მასალებს, რაც შედეგის მომტანი აღმოჩნდა დათას სკოლაში დამოკიდებულებების შეცვლის მცდელობაში. კამპანიამ ასევე  მოამზადა ვიდეო, რომელშიც ასახულია დათას უნარები, მისი ჰობი - ცურვა და ყვინთვა. მარის თქმით: „ვიდეოს ნახვისას ის თვითონაც საოცრად ამაყი იყო“.  

Data improved his learning and social skills due to the social change in the school
UNICEF/Geo-2017/Blagonravova
Data improved his learning and social skills due to the social change in the school
UNICEF/Geo-2017/Blagonravova
6 წლის მოსწავლე, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე დათა ფარცხალაძე, კამპანიის ერთ-ერთი მონაწილეა. თბილისი, სექტემბერი 2017.

კამპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სოციალური დამოკიდებულებების ცვლილებაში. ერთ-ერთი მაგალითია სკოლა, სადაც დათა სწავლობს. თავიდან დათას პრობლემა ჰქონდა სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას და გაკვეთილზე ჩართულობასთან დაკავშირებით. პრობლემას სკოლის პერსონალის მიერ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების შესახებ ინფორმაციის არქონაც ამძაფრებდა.

შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამ სკოლის მასწავლებლების, ხელმძღვანელების და მშობლებისთვის რეალური შედეგები მოიტანა.

თანდათანობით მასწავლებლების და მშობლების დამოკიდებულება დათას მიმართ უკეთესობისკენ შეიცვალა. დათა  სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს. მისი სოციალური უნარები გაუმჯობესდა და  სწავლასაც მოუმატა. „მას ძალიან მოსწონს სკოლა, ის გაცილებით ინტეგრირებულია აქ. რაც უფრო სოციალურად აქტიურია ბავშვი სკოლაში, მით უკეთესია მისი აკადემიური შედეგები. ბავშვებსაც ძალიან უყვართ დათა“, ამბობს დათას დედა.

დადებითი შედეგები თვალსაჩინოა  და არა მარტო დათას სკოლაში. „საზოგადოების მიდგომა იცვლება“, ამბობს  ოპტიმიზმით მარი. „შეზღუდული შესაძლებლობების არმქონე ბავშვების მშობლებიც კი მიკავშირდებიან მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით.“

კამპანია დაწყების შემდეგ გაფართოვდა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოიცვა საჯარო ღონსიძიებების, ფესტივალების და ზეიმების სახით,  რომლებშიც ბევრი ადამიანია ჩართული. კამპანიის ფარგლებში წარმატებით იქნა მიწოდებული ინფორმაცია  ახალი აუდიტორიისთვის და განხორციელდა ახალი მხარდამჭერების მობილიზაცია. ფოტო და ვიდეო ამბები, პუბლიკაციები და მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია ხელს უწყობს ბრძოლას შშმ შესაძლებლობების მქონე ადამიანების შესახებ არსებული მითების წინააღმდეგ.

კამპანია ასევე უწყობს ხელს ინგას და დათას მსგავსი ახალგაზრდების უნარების წარმოჩენას. ღრმად ფესვგადგმული სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლა იოლი არ არის. მაგრამ დამოკიდებულებების ცვლილებაში აქტური წვლილის შეტანით კამპანია „დაინახე ყველა ფერი“ უზრუნველყოფს სციალური ცვლილებების სწორი მიმართულებით წარმართვას.

აღმოაჩინე მეტი