დამხმარე საგანმანათლებლო რესურსები
მასწავლებლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის

რესურსის სახელწოდება: სასწავლო აქტივობები ყველასთვის - სწავლების მეთოდები ინკლუზიურ განათლებაში
მიზანი: სწავლების უნივერსალური დიზაინის გათვალისწინებით დაგეგმილი მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობების შეთავაზება მასწავლებლებისათვის, რაც ხელს შეუწყობს დაწყებითი განათლების საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში.
სამიზნე აუდიტორია: დაწყებითი განათლების მასწავლებლები, აღმზრდელ-პედაგოგები და სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში ზრუნავენ ბავშვებისა და მოზარდების ბაზისური აკადემიური უნარების განვითარებაზე. სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი და/ან სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები და მოზარდები.
გვერდების რაოდენობა: ჯამურად 492 გვ. (ზოგადი ნაწილი - 60 გვ; ქართული - 264 გვ; მათემატიკა - 168 გვ.)
წელი: 2017
ელ.ვერსია: სახელმძთვანელოს ზოგადი ნაწილი: https://www.wvi.org/sites/default/files/TEORIA.pdf
ქართული: https://www.wvi.org/sites/default/files/Qartuli_Print_HQ_2mm_bleed.pdf
მათემატიკა: http://inclusion.ge/res/docs/2019051614203534690.pdf
რესურსის სახელწოდება: ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი
მიზანი: ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გააზრების ხელშეწყობა კარგი ადგილობრივი პრაქტიკის დემონსტრირებით; აღმზრდელ-პედაგოგებისა და დირექტორებისთვის სატრენინგო დამხმარე რესურსის შექმნა
სამიზნე აუდიტორია: საბავშო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგები, დირექტორები, მუნიციპალიტეტები
გვერდების რაოდენობა: 195
წელი: 2019
ელ.ვერსია: https://www.unicef.org/georgia/media/3041/file/skolamdeli-ganatlebis-standarti.pdf
რესურსის სახელწოდება: პოზიტიური მშობლობა (ბროშურა)
მიზანი: მშობლების/მზრუნველების/მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება პოზიტიურ მშობლობასთან დაკავშირებული პრინციპებისა და სტრატეგიების შესახებ, რაც მოიცავს უპირობო სიყვარულს, მუდმივ ზრუნვასა და ბავშვის უფლებების დაცვას.
სამიზნე აუდიტორია: მშობლები, მზრუნველები, მასწავლებლები.
გვერდების რაოდენობა: 16
წელი: 2020
ელ. ვერსია: https://www.unicef.org/georgia/media/6026/file/Parenting%20Brochure.pdf
რესურსის სახელწოდება: დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი სტანდარტებითა და საგანმანათლებლო რესურსებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
მიზანი: სკოლის მიღმა დარჩენილი და სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს მიაღწიონ თავის სრულ პოტენციალს, გაიზარდოს მათი მზაობა შრომის ბაზარზე და ზოგადად, ცხოვრებაში წარმატების მიღწევისათვის. განათლების სისტემაში ჩართვისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა.
სამიზნე აუდიტორია: მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებლები, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები, სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები.
წელი: 2020
რესურსის სახელწოდება: ანიმაციური მოკლე ვიდეოები უსაფრთხო და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის შესახებ.
მიზანი: უსაფრთხო და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის იდეისა და მნიშვნელობის გაცნობიერების ხელშეწყობა ისეთ თემებზე შექმნილი ანიმაციური ვიდეოების საშუალებით, როგორიცაა გაჯეტდამოკიდებულება, ბულინგი, პირადი სივრცე, ჩაშვება, მშობლებთან კომუნიკაცია, ბულინგი და ემოციების მართვა.
სამიზნე აუდიტორია: მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეები, მშობლები.
ვიდეოების რაოდენობა: 7
წელი: 2019, 2020.
რესურსის სახელწოდება: კურიკულუმი - პედაგოგიკური პრაქტიკის სრულყოფის საშუალება - მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური გზამკვლევი.
მიზანი: სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციების და ყველა ჩართული მხარის ხელშეწყობა ზოგადად კურიკულუმის და მათ შორის მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციისა და ფილოსოფიის გააზრებაში.
სამიზნე აუდიტორია: ზოგადი განათლების სფეროში ჩართული მხარეები
გვერდების რაოდენობა: 62
წელი: 2018