ჯანდაცვის გაუმჯობესება და კეთილდღეობის ზრდა

რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ქალებსა და ბავშვებში მალნუტრიციის ადამიანური და ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად

ძირითადი

მალნუტრიციის შემსუბუქება წარმოქმნის მნიშვნელოვან ადამიანურ და სოციალურ რესურსს და, შესაბამისად, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. უამრავი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ ფეხმძიმეებსა და ჩვილთა შორის ნუტრიციული დეფიციტის არსებობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ინდივიდის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არამედ ზემოქმედებს მის ფიზიკურ თუ ინტელექტუალურ განვითარებაზე, აკადემიურ მოსწრებასა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. „ჯანმრთელობის დაცვის სტატისტიკურ ცნობარსა“ (2010-2011 წ.წ.) და „საქართველოს ეროვნულ ნუტრიციულ კვლევაში“ (2009 წ.) შესული ნუტრიციული სტატუსის 8 ძირითადი ინდიკატორის საფუძველზე დადასტურებულია, რომ საქართველოს ნახევარ მილიონ მოქალაქეს - უმეტესად ბავშვებსა და ქალებს - აღენიშნებათ მალნუტრიციის რომელიმე ფორმა. ეს კი, იმას ნიშავს, რომ ისინი სრულად ვერ გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს, როგორც მოსწავლეები, მუშაკები, მოქალაქეები თუ მშობლები.

ავტორი

UNICEF

პუბლიკაციის თარიღი

ენები

ქართული,
ინგლისური

გადმოწერეთ ანგარიში

(PDF, 1,86 MB) (PDF, 1,60 MB)

აღმოაჩინე მეტი