წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების კვლევა საჯარო სკოლებში

საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისი

ძირითადი

მოცემული დოკუმენტი საქართველოს საჯარო სკოლებში წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების შესწავლის პირველ ფართომასშტაბიან მცდელობას წარმოადგენს. კვლევა განხორციელდა 2013 წლის შემოდგომაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სააგენტოს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. საველე სამუშაოები განახორციელა კვლევითმა ორგანიზაცია ბისიჯიმ.

კვლევის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები და ძირითადი დასკვნები საქართველოს 600 საჯარო სკოლის საზოგადოების წარმომადგენელი სხვადასხვა ჯგუფების - მოსწავლეების, მასწავლებლების,სკოლის ადმინისტრაციისა და დირექტორების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ასევე 600 საჯარო სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებსა და მოსწავლეების ქცევაზე პირდაპირი დაკვირვების შედეგებს ეყრდნობა.

მნიშვნელოვანია, რომ კვლევის ფარგლებში მოპოვებული შედეგების მიხედვით, საქართველოში შექმნილი მდგომარეობა შესაძლებელია შევადაროთ სხვა ქვეყნებსაც, რადგან მონაცემები შეგროვებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ შემუშავებული სკოლებში წყლის,სანიტარიული და ჰიგიენური პირობების გლობალური შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდოლოგიის (WASH) მიხედვით და შესაბამისი სტანდარტიზებული ინდიკატორებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით.

ამასთანავე, კვლევის შედეგები შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც საწყისი ბაზა საქართველოში სამომავლოდ დაგეგმილი ინტერვენციების შედეგებისა და მიღწეული პროგრესის შესაფასებლად.

საჯარო სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომაროების ეროვნული კვლევა უფრო ფართო ინიციატივის - საქართველოს სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების კომპლექსური პროექტის შემადგენელი კომპონენტია. აღნიშნული პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. იგი მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო სექტორში წყლის, ჰიგიენისა და სანიტარიის სტანდარტების შემუშავებას, ამ კუთხით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მონიტორინგის გამართული სისტემის ამოქმედების ხელშეწყობასა და ზოგადი განათლების ფარგლებში ჰიგიენის სწავლების პროცესის მხარდაჭერას მასწავლებელთა გადამზადებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნის გზით.

ავტორი

საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისი

პუბლიკაციის თარიღი

ენები

ქართული,
ინგლისური

გადმოწერეთ ანგარიში

(PDF, 1,87 MB) (PDF, 1,67 MB)

აღმოაჩინე მეტი