ძალადობა ბავშვების მიმართ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სამსახურის კვლევა

ძირითადი

ანგარიში მოგითხრობთ იმ კვლევის შესახებ, რომელიც განახორციელა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სამსახურმა ბავშვების მიმართ ძალადობის საკითხთა შესასწავლად. ქვემოთ ამ ანგარიშს მოვიხსენიებთ, როგორც "ძალადობის კვლევას". მთელი მსოფლიოს ათასობით ბავშვმა და ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა კონსულტაციებში - შეხვედრებში, ღონისძიებებში, კამპანიებსა თუ სხვა სახის აქციებში, რათა გამოეთქვათ თავიანთი აზრი შემდეგ საკითხებზე:
•     ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ ძალადობის რა ფორმებია გავრცელებული მთელ მსოფლიოში.
•     რა ზეგავლენას ახდენს ძალადობა ბავშვებსა და ახალგაზრდებზე.
•     რა მიზეზების გამო ხდება ძალადობა ბავშვებსა და ახალგაზრდებზე.
•     რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის თავიდან ასაცილებლად.
•     რა სახის დახმარება უფრო სჭირდებათ იმ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოსცადეს ძალადობა.
•     როგორ უნდა დაიცვან თავი ძალადობისაგან ბავშვებმა და ახალგაზრდებმა.

ავტორი

ელიზაბედ კვასტი, სოფი ლოუსი

პუბლიკაციის თარიღი

ენები

ქართული

გადმოწერეთ ანგარიში

(PDF, 678,89 KB)

აღმოაჩინე მეტი