ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საქართველოში

მოკლე მიმოხილვა

Children in streets
UNICEF

ძირითადი

ანგარიშში წარმოდგენილია ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობის კვლევის შედეგად გამოვლინდა. მასში აგრეთვე მოცემულია აზერბაიჯანში არსებული სიტუაციის გარკვეული ასპექტების ხედვაც. კვლევა განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ევროკავშირთან, ვოლდვიჟენთან, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან, კარიტას საქართველოსთან, გაეროს ბავშვთა ფონდის აზერბაიჯანის ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად.

კვლევას საფუძვლად დაედო საქართველოში სოციალური მუშაკების დაკვირვებები ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე ბავშვებს შორის გარკვეული ცვლილებების შესახებ. ამ დაკვირვებების შედეგად დაგეგმილი კვლევა ითვალისწინებდა თვისებრივი შესწავლის მიზნით საქართველოსა და აზერბაიჯანში საველე სამუშაოების განხორციელებას, რომელთა სამიზნე ჯგუფს ბავშვები, მშობლები, ოჯახები, სოციალური მუშაკები და რესურს-პერსონალი წარმოადგენდნენ.

კვლევის მიზანი იყო ინფორმაციის შეგროვება ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემის პრევენციის და აღმოფხვრის სტრატეგიების უკეთ შემუშავების მიზნით. მეორე მიზანი იყო მიმდინარე ინსტიტუციური ღონისძიებების განსაზღვრა სათანადო რეაგირების პოლიტიკის შესამუშავებლად და არსებული სერვისების გაუმჯობესება საქართველოსა და აზერბაიჯანის სოციალურ-ეკონომიკური რეალობების და ინსტიტუციური გარემოს გათვალისწინებით.

ავტორი

UNICEF

პუბლიკაციის თარიღი

ენები

ქართული

გადმოწერეთ ანგარიში

(PDF, 4,23 MB) (PDF, 2,34 MB)

აღმოაჩინე მეტი