სკოლებში COVID-19-ის პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებული მთავარი მესიჯები და ზომები

სახელმძღვანელო შედგენილია გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მიერ

children in school
UNICEF/GEO-2019/Turabelidze

ძირითადი

202 წლის მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის დაავადების (COVID-19-ის) ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო სიტუაციად (PHEIC) გამოცხადდა და ახლა ვირუსი მრავალ ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის შესახებ ჯერჯერობით, ცოტა რამ ვიცით, ცნობილია, რომ ის ინფიცირებულ პირთან პირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში აირ-წვეთოვანი გზით გადადის (ხველის და ცემინების დროს). ადამიანი ასევე შეიძლება დაინფიცირდეს ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირთან და შემდეგ სახესთან (მაგ., თვალებთან, ცხვირთან, პირთან) შეხების შედეგად. COVID-19-ის გავრცელების პირობებში მნიშვნელოვანია, რომ თემებმა სათანადო ზომები მიიღონ მისი შემდგომი გადაცემის პრევენციის და შედეგების შემცირების მიზნით და ხელი შეუწყონ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებასს.

ბავშვებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სიფრთხილის ზომების მიღება აუცილებელია სკოლის გარემოში COVID-19–ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით; ამასთან, სიფრთხილეა საჭირო იმ მოსწავლეებისა და პერსონალის სტიგმატიზაციის თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შესაძლოა ვირუსით დაავადების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ COVID-19-ისთვის მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნებს შორის არსებულ საზღვრებს, ეთნიკურ წარმომავლობას, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს, ასაკს ან სქესს. განათლების გარემო კვლავაც უნდა იყოს ყველასთვის მიმზიდველი, ღირსეული, ინკლუზიური და ხელშემწყობი. სკოლების მიერ მიღებულ ზომებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ COVID-19–ის გავრცელებას მოსწავლეებსა და პერსონალს შორის, და ამავდროულად მინიმუმზე დაიყვანონ სასწავლო პროცესების შეფერხება და დაიცვან მოსწავლეები და პერსონალი დისკრიმინაციისგან.

ავტორი

UNICEF

პუბლიკაციის თარიღი

ენები

ინგლისური,
ქართული

გადმოწერეთ ანგარიში

(PDF, 1,09 MB) (PDF, 544,44 KB)

აღმოაჩინე მეტი