საქართველოში ბავშვების მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა
ძალადობის მასშტაბი, სახეები, დაკავშირებული ფაქტორები და პრევენციისთვის საჭირო რეაგირება
- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
ძირითადი
2007 წელს, "იუნისეფის" შეკვეთითა და სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებთან თანამშრომლობით, ჩატარდა საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა. კვლევის ძირითადი მიზანი იყო იმ ძალადობის ხასიათისა და მასშტაბის გაგება, რომელსაც საქართველოში ბავშვები განიცდიან. 2006 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანგარიშმა მსოფლიოში ბავშვების მიმართ ძალადობის კვლევის შესახებ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ეს ანგარიში მოუწოდებდა თითოეულ ქვეყანას, განეხორციელებინა შემდგომი კვლევა, გაეანალიზებინა ბავშვების მიმართ ძალადობის მასშტაბი და გამოეყენებინა კვლევის შედეგები ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და მასზე რეაგირების ხელშეწყობის გეგმების შემუშავებისათვის. შესაბამისად, ბავშვთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა ამ პროცესში პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.