საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის მზაობის შეფასება
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წინამდებარე კვლევის ინსტრუმენტის შემუშავება, პასუხია ჰუმანიტარულ და განვითარების სფეროებში სოციალური დაცვის გაძლიერების მნიშვნელობის აღიარებაზე.

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
ძირითადი
საქართველოში ჩატარებული წინამდებარე შეფასების მიზნები იყო:
1. შოკებისა და კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საგანგებო ფულადი დახმარების გასაწევად საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის ზოგადი პოლიტიკური, ტექნიკური, ოპერაციული და საფინანსო შესაძლებლობების ან „მზაობის“ შეფასება.
2. საქართველოში COVID-19 პანდემიის საპასუხოდ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ზომების დადებითი მხარეებისა და შესაძლო პრობლემების შეფასება.
3. საქართველოს ოფისის შესაძლებლობების შეფასება, საქართველოს მთავრობას აღმოუჩინოს სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა გადაუდებელი საჭიროებების დროს ფულადი სოციალური პოლიტიკის ღონისძიებების ჩამოყალიბებაში.