პატარა ისტორიები

UNICEF 70

Tiny stories
UNICEF/Geo-2018

ძირითადი

ორგანიზაციის 70 წლისთავის აღსანიშნავად გაეროს ბავშვთა ფონდმა მოუწოდა მწერლებს მთელი მსოფლიდან ბავშვთა უფლებებზე ყურადღების გამახვილების მიზნით ჩართულიყვნენ ლიტერატურულ კამპანიაში „პატარა ისტორიები“. ავტორებს სთხოვეს დაეწერათ პატარა ისტორია თემაზე „რას ვისურვებდი თითოეული ბავშვისათვის“ და გამოექვეყნებინათ აღნიშნული ისტორია თავიანთ ფეისბუქ გვერდზე. საქართველოდან ლიტერატურულ კამპანიაში 20 მწერალი ჩაერთო. გაეროს ბავშვთა ფონდი მადლობას უხდის საქართველოს მწერალთა სახლსა და კამპანიის მონაწილე ყველა მწერალს, პაატა შამუგიას, ირაკლი კაკაბაძეს, დავით გაბუნიას, ლელა სამნიაშვილს, შოთა იათაშვილს, ნესტან კვინიკაძეს, მაკა ლდოკონენს, გაგა ნახუცრიშვილს, სალომე მაკარიძეს, ლელა ცუცქირიძეს, გიორგი ლობჟანიძეს, ვასილ გულეურს, დიანა ანფიმიადის, ჯიმშერ რეხვიაშვილს, ზაზა კოშკაძეს, მარიამ წიკლაურს, გიორგი კეკელიძეს, ლია ლიქოკელს, ნინო სადღობელაშვილს, ნატო ონგოროყვას, თანამშრომლობისა და საინტერესო და ემოციური ისტორიების გაზიარებისთვის.

ავტორი

UNICEF

პუბლიკაციის თარიღი

ენები

ქართული,
ინგლისური

გადმოწერეთ ანგარიში

(PDF, 997,32 KB)

აღმოაჩინე მეტი