მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2017

ბავშვები ციფრულ სამყაროში

Children with phones
UNICEF/UN051295/Herwig

ძირითადი

ანგარიში „მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2017“ აანალიზებს, თუ როგორ შეცვალა ციფრულმა ტექნოლოგიებმა ბავშვების ცხოვრება და შესაძლებლობები და გვაფიქრებს იმაზე, თუ რას შეიძლება გვიმზადებდეს მომავალი ამ მიმართულებით. თუ სწორად გამოყენებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ციფრულმა ტექნოლოგიამ შეიძლება სრულიად შეცვალოს იმ ბავშვების ცხოვრება, რომლებიც იჩაგრებიან სიღარიბის, რასის, ეთნიკური წარმომავლობის, გენდერის, შეზღუდული შესაძლებლობის, საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გადაადგილების თუ გეოგრაფიულად რთულად მისაწვდომ ტერიტორიაზე ცხოვრების გამო. ციფრულ ტექნოლოგიას შეუძლია დააკავშიროს ეს ბავშვები სამყაროსთან, სადაც უამრავი შესაძლებლობაა და შესძინოს მათ ის უნარები, რაც ციფრულ სამყაროში წარმატების მისაღწევადაა აუცილებელი. მაგრამ თუ ციფრული ტექნოლოგიები ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იქნება, შეიძლება, ამან ახალი ბარიერების შექმნას შეუწყოს ხელი, რაც დააბრკოლებს ბავშვებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. და თუ ახლავე არ ავუწყეთ ფეხი სწრაფ ცვლილებებს, შესაძლოა, ონლაინ საფრთხეებმა მოწყვლად ბავშვებს კიდევ უფრო მეტი საფრთხე შეუქმნას ექსპლუატაციის, ძალადობისა და ტრეფიკინგის თვალსაზრისით და კიდევ მეტად შეუშალოს ხელი მათ კეთილდღეობას. წინამდებარე ანგარიში უფრო სწრაფი მოქმედების, ფოკუსირებული ძალისხმევისა და მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოგვიხმობს, რათა დავიცვათ ბავშვები ზიანისაგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გამარტივებულ კავშირებს მსოფლიოში. უნდა ვეცადოთ, ციფრული ეპოქის შესაძლებლობები თითოეული ბავშვის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ.

SOWC Cover Geo

ავტორი

UNICEF

პუბლიკაციის თარიღი

ენები

ქართული,
ინგლისური

გადმოწერეთ ანგარიში

(PDF, 9,20 MB) (PDF, 3,62 MB)

აღმოაჩინე მეტი