მოწყვლადი ბავშვები და რისკები ახალი კორონავირუსის (COVID-19) დროს

ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ძალიან მჭიდროდ დასახლებულ შინამეურნეობებში ან არაადეკვატურ პირობებში, მაგალითად, არ აქვთ ხელის დასაბანად საჭირო ან სხვა ჰიგიენური საშუალებები, განსაკუთრებით დაუცველნი არიან ახალი კორონავირუსის სწრაფი გადადების მიმართ.

Girl from Gachiani
UNICEF/GEO-2020/Blagonravova

ძირითადი

ახალი კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა ყველა ბავშვსა და მოზარდზე. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი განურჩევლად ყველას უქმნის საფრთხეს, ყველაზე მძიმე დარტყმას ის მოსახლეობის დაუცველ ფენებს აყენებს. გაეროს ბავშვთა ფონდს განსაკუთრებით აწუხებს პანდემიის ზეგავლენა იმ ადამიანებზე, რომლებსაც საჭირო რესურსებზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი - სიღატაკეში მყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველ პირებზე. ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა უთანასწორობა გააძლიერა და დაუცველთა რიცხვი გაზარდა, ზოგი მათგანი ეკონომიკური რეცესიის და არასათანადო სოციალური დაცვის შედეგად დაზარალდა, ზოგს შეზღუდულად ან საერთოდ არ მიუწვდება ხელი დისტანციურ სწავლაზე, ზოგი სახლში ძალადობას განიცდის, ხოლო ზოგს საკმარისი საკვები პროდუქტები და ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები არ აქვს. ამ საგანგებო ვითარებაში, ხარისხიან ინტერნეტთან წვდომის გარეშე ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზრდებს ერთმანეთთან დაკავშირების, თამაშის და სწავლის საშუალება არ აქვთ.

ამ დოკუმენტში განხილულია მოწყვლადი ბავშვების მდგომარეობა მიმდინარე კრიზისის დროს. მასში წარმოდგენილია 2018 წელს ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასეტური კვლევის (MICS) მონაცემები, ასევე, საქსტატის მოსახლეობის და ადმინისტრაციული მონაცემები. ყველა გამოყენებული მონაცემი 2018 - 2020 წლებს ეკუთვნის. ამრიგად, დოკუმენტი ასახავს ბავშვებისა და ოჯახების მდგომარეობას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისამდე და გვეხმარება გამოვავლინოთ რისკის ქვეშ მყოფი ან დაუცველი ჯგუფები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი რეალურად რა მასშტაბის ზემოქმედება მოახდინა ამ კრიზისმა ბავშვების მდგომარეობასა და მოწყვლადობაზე, ეს ინფორმაცია სანდო საბაზისო მონაცემებია, რომელიც ხელს შეუწყობს მოწყვლადი და გაჭირვებული ბავშვების საჭიროებების ლობირებას და მათთვის დახმარების გაწევას.

ავტორი
UNICEF
პუბლიკაციის თარიღი
ენები
ქართული, ინგლისური

გადმოწერეთ ანგარიში

(PDF, 6,14 MB) (PDF, 5,21 MB)