მედია წიგნიერების სახელმძღვანელო

პროგრამის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს გახდნენ მედიაწიგნიერები, კრიტიკულად მოაზროვნენი, რათა შეძლონ იმის ინტერპრეტაცია და გააზრება, რასაც ხედავენ, კითხულობენ და ისმენენ.

media literacy
UNICEF/GEO-2018/Jibuti

ძირითადი

XXI საუკუნეში 14-18 წლის ახალგაზრდები ინფორმაციას იმ მოცულობითა და სიხშირით იღებენ, რაც წლების წინ წარმოუდგენელიც კი იყო. სწორედ ეს ინფორმაცია აყალიბებს მათ რწმენებს, მოსაზრებებს, ცოდნას და განსაზღვრავს ქცევას საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, მოზარდებს შეეძლოთ მიღებული ინფორმაციის შეფასება და კრიტიკული გააზრება.

საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დგას - მოახერხოს ორიენტირება და სანდო ინფორმაციის ამორჩევა. განსაკუთრებით საქართველოში, სადაც როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანში, წლების მანძილზე აუდიტორია მხოლოდ ერთი ან რამდენიმე არხიდან იღებდა ინფორმაციას. ინტერნეტის განვითარებასთან ერთად კი ინფორმაცია მრავალი წყაროდან თავად მიდის მომხმარებლამდე, რაც ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს მას - განივითაროს ინფორმაციის სელექციის უნარ-ჩვევა. ქვეყანაში სულ უფრო აქტუალური ხდება მედიაწიგნიერების საკითხი, რადგან სწორედ მედიაწიგნიერი და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება ვერ გახდება დეზინფორმაციის მსხვერპლი.

cover

ავტორი

UNICEF

პუბლიკაციის თარიღი

ენები

ქართული

გადმოწერეთ ანგარიში

(PDF, 3,40 MB)

აღმოაჩინე მეტი