გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი

როგორ შევქმნათ ბავშვზე ორიენტირებული, უსაფრთხო გარემო ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში

ძირითადი

მოცემული სახელმძღვანელო ბავშვზე ორიენტირებული ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების (შემდგომში „დაწესებულებები“ ან „საბავშვო ბაღები“) შექმნის გზამკვლევია, რომელიც მკითხველს ჩამოუყალიბებს ხედვასა და ცოდნას იმის შესახებ, თუ რა არის ბავშვზე ორიენტირებული გარემო და პრაქტიკული რჩევებით დაეხმარება ასეთი გარემოს ორგანიზებაში ადრეულ და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში; აქ განხილულია ისეთი საკითხები, როგორიც არის ბავშვზე ორიენტირებული გარემოს პრინციპები და მახასიათებლები, ბავშვისა და საგანმანათლებლო პერსონალის როლი უსაფრთხო და განმავითარებელი გარემოს შექმნაში, კეთილდღეობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბავშვის ძალადობისგან დაცვა, თანამშრომლობა ოჯახებთან, კოლეგებთან და თემთან. მისი სტრუქტურა მარტივი და ადვილად აღსაქმელია; შვიდი თავისგან შემდგარ სახელმძღვანელოს ბოლოში ერთვის გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც მკითხველს დაეხმარება უფრო სიღრმისეულად გაეცნოს ამ სახელმძღვანელოში განხილულ საკითხებს.

ავტორი
UNICEF
პუბლიკაციის თარიღი
ენები
ქართული

გადმოწერეთ ანგარიში