გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში: ვმუშაობთ თითოეული ბავშვისთვის COVID-19 პანდემიის პერიოდში

საინფორმაციო ბიულეტენი: 2020 წლის მარტი-მაისი

Girl
UNICEF

ძირითადი

საქართველოში თებერვლის ბოლოს კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის გამოვლენისთანავე მთავრობამ სწრაფად გაატარა საპასუხო ზომები, 2 მარტს დაიხურა ყველა სკოლა, 21 მარტს კი გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ამის მიუხედავად, დაავადებამ გავრცელება მაინც დაიწყო და მარტის ბოლოს მთავრობამ კომენდანტის საათი შემოიღო, შეაჩერა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ქალაქების შესასვლელებში მოაწყო საკონტროლო-გამშვები პუნქტები. აპრილის შუა რიცხვებისათვის მთლიანად ჩაიკეტა ქვეყნის უმსხვილესი ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი; მთავრობამ საგანგებო სიტუაცია 22 მაისამდე გაახანგრძლივა. 8 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 623-მდე გაიზარდა, მათ შორის, 37 შემთხვევა გამოვლინდა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 10-მდე გაიზარდა.


აღსანიშნავია, რომ ბავშვებზე კორონავირუსის ზეგავლენა მხოლოდ ჯანმრთელობის რისკებით არ შემოიფარგლება. მარტის შემდეგ არ შეცვლილა ერთი მონაცემი − იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც სახლში მოუწიათ დარჩენა და სკოლაში ვერ დადიან: 592 000 ბავშვი. საგანგებო რეჟიმისა და კარანტინის შემოღებამ ზეგავლენა მოახდინა ბავშვების კეთილდღეობის მომსახურებებზე საქართველოს მასშტაბით - მათ შორის, ანტენატალური, ექიმის სახლში ვიზიტის, ბავშვთა დაცვის სერვისებზე და, რასაკვირველია, ბავშვების განათლებაზე. 

ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის ეს დაძაბულობითა და გაურკვევლობით აღსავსე პერიოდია. კორონავირუსის პანდემიის შედეგად შესაძლოა გაიზარდოს იმ ბავშვების რისკები, რომლებიც კრიზისამდეც დაუცველ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ეს ეხება ბავშვებს უკიდურესად ღატაკი ოჯახებიდან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. დახურული სკოლები და თვითიზოლაცია გახდა ‘ახალი ნორმა’, მშობლებს ესაჭიროებათ მრავალმხრივი მხარდაჭერა თავიანთი შვილების ჯანმრთელობის დაცვის, განვითარებისა და სწავლის უზრუნველსაყოფად.

ავტორი
UNICEF
პუბლიკაციის თარიღი
ენები
ქართული, ინგლისური

გადმოწერეთ ანგარიში

(PDF, 5,49 MB) (PDF, 5,44 MB)