ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში

ეროვნული კვლევა არსებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის შესახებ

ძირითადი

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში უკვე 20 წელია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან იმისათვის, რომ საქართველოში მოგვარდეს ბავშვების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემები და დაცული იყოს ბავშვთა უფლებები. ბავშვის დაცვა ყველანაირი ფორმის ძალადობისაგან ბავშვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა.

ჩვენ პატივი გვაქვს წარმოვადგინოთ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული სამუშაო - კვლევა „ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში“. ეს არის ორი დამოუკიდებელი, მაგრამ შინაარსობრივად ურთიერთდაკავშირებული კვლევა, გაერთიანებული ერთ პუბლიკაციად, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები სხვადასხვა კუთხით არის გაანალიზებული. კვლევაში მონაწილეობდა 3345 ადამიანი.

პირველ კვლევაში, რომელსაც ეწოდება „ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში – ეროვნული კვლევა არსებული ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ“, ყურადღება გამახვილებულია ამ საკითხის შესახებ საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში არსებული ცოდნის დონეზე; იმ დამოკიდებულებებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ბავშვის აღზრდის გავრცელებულ მეთოდებს და რომლებიც თავს იჩენს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და მასზე რეაგირების პრაქტიკაში.

მეორე კვლევაში – „ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში – ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ანალიზი და მთავრობისთვის შემუშავებული რეკომენდაციები“ - გაანალიზებულია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურა, რომელიც 2010 წელს ჩამოყალიბდა.

ავტორი

UNICEF

პუბლიკაციის თარიღი

ენები

ქართული,
ინგლისური

გადმოწერეთ ანგარიში

(pdf, 6,97 MB) (pdf, 4,80 MB)