ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში

საქართველოში ახალგაზრდების მდგომარეობისა და საჭიროებების ანალიზი

adolescents
UNICEF/GEO-2020/Turabelidze

ძირითადი

 უკანასკნელი 20 წლის მანძილზე გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საქართველოში მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან იმ მნიშვნელოვან პორბლემებთან დაკავშირებით, რომლებიც დგას ბავშვებისა და ახალგაზრდების, გოგონებისა და ბიჭების წინაშე მთელი ქვეყნის მასშტაბით.


 ბოლო წლების განმავლობაში მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ მოზარდების და ახალგაზრდობის კომპლექსური განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნის მიზნით, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ სრულად მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და აქტიურად ჩაერთონ სოციალური ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
2010 წლიდან გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ტექნიკურ მხარდაჭერას და კონსულტაციას უწევენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქართველოში პირველი ეროვნული ახალგაზრდული გეგმის შემუშავებაში. ახალგაზრდების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის მიღებით საქართველოს მთავრობამ ახალგაზრდების საკითხები სტრატეგიული დაგეგმვის ცენტრში მოაქცია.

ავტორი
UNICEF
პუბლიკაციის თარიღი
ენები
ქართული, ინგლისური