ადრეული ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგი და მშობლის კონსულტირება

რას უნდა დავაკვირდეთ პატარას ზრდისა და განვითარების პროცესში.

Mother with newborn child
UNICEF/GEO-2019/Blagonravova

ძირითადი

უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალშობილთა და მათ შორის დღენაკლულთა გადარჩენის მაჩვენებელი და, შესაბამისად, გაიზარდა ქრონიკული დაავადებების და განვითარების პრობლემების სიხშირე. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირველად ჯანდაცვის სიტემაში პრევენციული მედიცინის დამკვიდრებას, მშობლებისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებას ბავშვის აღზრდის თანამედროვე ასპექტებზე, რაც, ერთი მხრივ, შეამცირებს მწვავე და ქრონიკული დაავადებების სიხშირეს, მეორე მხრივ კი, ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას, მისი სრული პოტენციალის გამოვლენას და მაქსიმალური სოციალური თანასწორობის მიღწევას. ადრეული ასაკის ბავშვზე მეთვალყურეობა მოითხოვს სხვადასხვა დონის სერვისების (სამედიცინო დაწესებულებები, სოციალური სერვისები, სკოლამდელი აღზრდა, ინტერვენციული პროგრამები და სხვ.) ინტეგრირებას, რათა ბავშვზე ზრუნვა უფრო მეტად იყოს ორიენტირებული პრობლემის დროულ გამოვლენასა და ადეკვატურ მართვაზე.

Mother with newborn child

ავტორი

UNICEF

პუბლიკაციის თარიღი

ენები

ქართული

გადმოწერეთ ანგარიში

(PDF, 7,31 MB)

აღმოაჩინე მეტი